კამერონის ახალი პროექტი
‘სტუდია 20th century fox’-ი აწარმოებს მოლაპარაკებებს ვიდეო თამაშის სცენარისტთან, უილ სტეიპლზთან, მისი პროექტის ეკრანიზაციასთან დაკავშირებით. პროექტს ქვია ‘მითი’ და მას შეუძლია ისევ გააერთიანოს ‘ავატარზე’ მომუშავე ჯეიმს კამერონი და პროდიუსერი სემ უორტინგტონი.
პროექტი ‘მითით’ დაინტრესდა არა მარტო კამერონი, არამედ ტრანსფორმერების პროდიუსერი, ლორენცო დი ბონავენუტი.
რა არის ცნობილი ‘მითზე’? ცნობილია, რო ეს იქნება მასშტაბური ფანტასტიკა, დიდი ბიუჯეტით და ბევრი ექშენით. სტუდიაში არ უყვართ დეტალებზე ლაპარაკი, მაგრამ რადგამ ფილმით ისეთი მძიმეწონიანი ჰოლივუდელები დაინტერესდნენ, როგორიც არის კამერონი და ბენვენუტი, უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვება შეიძლება. ვიდეო-თამაშის სცენარისტი უილ სტეიპლზი, რომელმაც უნდა დაწეროს ფილმის სცენარიც, ცნობილია თამაშების სერიით ‘call of duty’. ამ თამაშს დიდი წარმატება მოჰყვა: 2003 წელს მისი პირველი გამოშვება აღიარეს, როგორც წლის თამაში.
|