Just in love <3 - 16 დეკემბერში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » დეკემბერი » 16 » Just in love <3
3:39 PM
Just in love <3
ტეილორი რომ გავიგონე, სიხარულისგან კინაღამ დავიყვირე. ერთი წამით ისიც კი ვიფიქრე, მომეჩვენა-მეთქი, მაგრამ ისევ რომ გაიმეორა, მერე კი დავრწმუნდი, რომ მართლა ტეილორ ლოტნერი იყო_სავარაუდოდ ის, ვისაც ვეძებდი. მივაჩერდი და არც დავფიქრებულვარ, რა სულელურად გამოვიყურებოდი. ჩემი მზერა დაიჭირა და მკითხა:
_ჰეი, მოხდა რამე.
_არაფერი, ვიღაც მეგონე_ნაგლურად გავიღიმე და ბარმენს ჭიქა გამოვართვი. რაღაცნაირად მინდოდა, მისი ყურადღება მიმექცია და ხომ იცით, გოგონებს ჩხუბის მეტი არაფერი გვეხერხება. ისე გავუარე, ვითომ არაფერი, მაგრამ ბართან მდგომ სკამს ფეხი წამოვკარი(შემთხვევით) და ტეილორს დავეტაკე, მერე წავიქეცი და რა თქმა უნდა, ვისკი ტანზე გადავისხი.

სასაცილო მდგომარეობა ახლა უნდა გენახათ. მგონი ჭარხლისფერი გავხდი. ,,ზოგი ჭირი მარგებელიაო'' ისე დამემართა. ბუნებრივად მივიქციე ტეილორის ყურადღება. მართალი ყოფილა ლიზა, რომ გამაფრთხილა, უხეშიაო. მართლაც მკაცრად მითხრა:
_თვალები დაგეკარგა?
მეც რისი მაილი ვიყავი, რამე რომ არ მეთქვა და შევუღრინე:
_გამიჭირდა და გავყიდე.
_გეტყობა რომ გიჭირს.
_ხუმრობა ვიცით, ვერაფერს იტყვი.
_ვინ თქვა, რომ ვხუმრობ?
_რა ხდება აქ?_დაგვიძახა ბარმენმა. ახლა შევამჩნიე, რომ მახლობლად ვინც იყო, ყველა ჩვენ გვიყურებდა. ეტყობა ძალიან ხმამაღლა ვსაუბრობდით(საუბარი თუ ერქვა ამას). კიდევ კარგი, ჯოს ვერ მოვკარი თვალი, ეტყობა არ დავუნახივართ, თორემ სახლში მისულს დაცინვა არ ამცდებოდა. მე არაფერი მითქვამს, ტეილორმა კი მშვიდი ხმით, აუღელვებლად თქვა. ისე დამაჯერებლად ლაპარაკობდა, ლამის მეც დავიჯერე:
_მაპატიეთ, ჩემს მეგობარს დამამშვიდებლის დალევა დაავიწყდა და გაღიზიანებულია.
_რა?_გამოვფხიზლდი უცებ._შენი...
უცებ პირზე ხელი ამაფარა, მეორე ხელი გადამხვია და გასასვლელისკენ წამიყვანა. თან ირგვლივ მყოფებს ღიმილით იშორებდა. როგორც კი ეზოში გავედით, ხელი გავაშვებინე(მანამდეც ვცდილობდი, მაგრამ ვერ მოვერიე. მერე კი წინააღმდეგობა აღარ გაუწევია).
_ჯანმრთელობის ცნობა გაქვს? კინაღამ გამგუდე.
_კარგი ნუ აზვიადებ. სკანდალები არ მჭირდებოდა ახლა, დასასვენებლად ვარ ჩამოსული.
_რაში მანაღვლებს. არც მე არ მჭირდებოდა შენს მეგობარ გოგოდ თავის გასაღება._ვთქვი და უცებ დავფიქრდი, როგორ არ მჭირდებოდა. მე ხომ ტეილორისგან ინტერვიუ მჭირდებოდა. მის შესახებ კი მეტს სად გავიგებდი, თუ არა ,,მეგობრულ საუბარში''(მგონი მიხვდით, რაც ჩავიფიქრე. ჩემი გეგმა ასეთი იყო: ტეილორს მინიმუმ უნდა მოვწონებოდი და თავის შესახებ მოეყოლა, მერე ამას ჩემებურად დავწერდი და ტელეკომპანიას მივუტანდი და ადგილი გარანტირებული მქონდა. მართალია, უკითხავად ჩაწერა დანაშაულია, მაგრამ ეს საცდელი ინტერვიუ იყო და არსად არ აჩვენებდნენ. მგონი ნორმალური გეგმა იყო. თან, სამ წუთში მოფიქრებული).
სანამ მე გეგმას ვადგენდი, თურმე ტეილორი რაღაცას მეუბნებოდა. რა თქმა უნდა, არაფერი გამიგია.
_თვალებთან ერთად, ყურებიც გაყიდე?
_რა?_უცებ ვერ მივხვდი, რას მეუბნებოდა.
_არაფერი გაგიგია?
_რაღაცაზე ჩავფიქრდი.
_გონება ადგილზე გქონია, ეს უკვე კარგია.
ამ დროს ტელეფონმა დამირეკა, ჯოს ნომერი იყო. ღმერთო ჩემო, ჯო სულ აღარ მახსოვდა. რამდენი ხნის წინ დავტოვე მაგიდასთან. ოდნავ მოვცილდი ტეილორს და ჩუმად ვუპასუხე:
_ცოტა ხანში მოვალ.
_სად ხარ?
_გარეთ. მერე მოგიყვები.
_ხომ ყველაფერი რიგზე მაილი?
_ჰო, რა უნდა მომხდარიყო. მოკლედ მერე დაგელაპარაკები.
მობილური გავთიშე იმავე ადგილს დავუბრუნდი.
_მარტო არ ხარ?_მკითხა ტეილორმა.
_კი. ჩემი მეგობარი იყო. წავედი.
_შენი სახელი მაინც მითხარი, იქნებ ოდესმე ისევ შევხვდეთ.
,,ოდესმეს იმედად თუ ვიქენი, კარგად იქნება ჩემი საქმე''_გავიფიქრე და ვუთხარი:
_მაილი. შენ ტეილორი არა?
_ჰო. არ დამივიწყო მაილი.
_იმდენი ვინმე გავიცანი აქ, ვერ შეგპირდები(რას ვმსახიობობ, სად არის ახლა ჰოლივუდელი რეჟისორი, უეჭველი დამამტკიცებდა მთავარ როლზე)
უცებ მოვიდა და

ხელი გავაშვებინე და სახეში გავარტყი.
_აი ახლა არ დამივიწყებ_სიცილით მითხრა და შიგნით შევიდა.

კატეგორია: BooK ★ | ნანახია: 723 | დაამატა: monco_smiler | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

Copyright MyCorp © 2024
Free web hosting - uCoz