დონიზავრებმა ისევ მიიპყრეს სტივენ სპილბერგის ყურადღება. ის მოლაპარაკებას აწარმოებს ‘თორის’ სცენარისტთან მარკ პროტოსევიჩთან ‘jurassic park’-ის განახლებასთან დაკავშირებით.
შემოდგომაზე fox-ის არხზე იწყება სერიალი ‘ტერა ნოვა’, რომლის პროდიუსერი არის ასევე სპილბერგი. სერიალში გმირები დროში მოგზაურობენ 85 წლის წინ, როდესაც დედამიწაზე ჯერ კიდევ დინოზავრები ცხოვრობდნენ. პროდიუსერი უკვე ცდილობს მიიპყროს მაყურებლის ყურადღება დინოზავრებისკენ, თუმცა ცნობილია, რომ სცენარისტი ჯერ არ არის პროექტზე მიმაგრებული.
‘jurassic park’-ი, მარკ კრაიტონის რომანი, მაყურებელმა 1993 წელს იხილა ეკრანზე. ფილმის ბიუჯეტი 63$ მილიონი იყო და მსოფლიოს მასშტაბით 914$ მილიონი დაწერა; ამ ფილმმა სპეც-ეფექტები განვითარების ახალ დონეზე აიყვანა. ფილმის ‘სიქველი’ 1997 წელს გამოვიდა და 618$ მილიონი მოუტანა პროდიუსერს. 3D ფორმატის გაჩენით სპილბერგმა ამ პროექტის გაგრძელება გადაწყვიტა ტექნოლოგიური განვითარების ყველა მიღწევის გამოყენებით.
სპილბერგი ჯერ მუშაობს დაწყებულ ტრილოგიაზე ტინტინის შესახებ. შემდეგ დაგეგმილია აბრაჰამ ლინკოლნზე ფილმის შექმნა და ‘jurassic park’-ი მხოლოდ ჩანასახის სტადიაშია. მაგრამ ის უკვე დიდი ხანია ასეა: 2007 წლიდან სცენარი არსებობს. სცენარის მიხედვით ფილმი არის სახელმწიფოს მიერ სპეციალურად გამოყვანილ ახალ დონიზავრის ჯიშზე…
|