ჯონი დეპი ახალ პროექტში
სტუდია ‘უორნერი’ გლენ დევიდ გოლდის რომანის "კარტერი ამარცხებს ეშმაკს’ ადაპტაციას აპირებს. რომანი არის ფოკუსნიკზე, რომელიც ცდილობს ყველაზე დიდი ილუზია შექმნას მთელი კარიერის მანძილზე. მთავარი როლის პრეტენდენტებს შორის ყველაზე რეალური არის ჯონი დეპი.
მოქმედება ხდება გასული საუკუნის 20-იან წლებში. ფოკუსნიკი კარტერი ერთ-ერთი ნომრის დროს ქვეყნის პრეზიდნყს შუაზე ხერხავს… შემდეგ გაუგებარი მიზეზის გამო პრეზიდენტი კვდება და ფოკუსნიკი იძულებული ხდება გაიქცეს. შემდეგ მას მშვენიერი, ბრმა გოგო უყვარდება და ის ისევ თავის მტერს წააწყდება. ამ რომანის ეკრანიზაცია 2002 წლიდან არის ჩაფიქრებული; მაშინ ტომ კრუზი ცდილობდა ამ პროექტის განხორციელებას მაგრამ ვერ შეძლო.
სტუდიამ უკვე მიიღო სცენარი ახალი ვერსია და ახლა მსახიობებს ეძებს; მთავარ როლზე კი ყველაზე რეალური კანდიდატი, ექსცენტრიული ფოკუსნიკის როლზე, ჯონი დეპია. პარალელურად სტუდია ‘უორნერი’ რეჟისორსაც ეძებს.
|