რამოდენიმე დღის წინ Twitter-ით გავრცელდა ინფორმაცია ჯეკი ჩანის გარდაცვალების შესახებ. როგორც წერდნენ, მსახიობი გულის შეტევით გარდაიცვალა სან-ფრანცისკოს ერთ-ერთ კლინიკაში. ეს ინფორმაცია ძალიან სწრაფად გავრცელდა ინტერნეტ სივრცეში. ჯეკი ჩანი შეაწუხეს ზარებითა და კითხვებით. მსახიობმა გადაწყვიტა ამ ქაოსისთვის ბოლო მოეღო და თავის გვერდზე Facebook- ში დაწერა, რომ ცოცხალია და არანაირი გულის შეტევა არ ქონია. ამჟამად 56 წლის მსახიობი დაკავებულია ახალი ფილმის გადაღებებისთვის მზადებით. იმისათვის, რომ დაერწმუნებინა ხალხი – ის კარგად არის, მსახიობმა ფოტოები განათავსა თავის გვერდზე, რომლებიც 29 მარტით იყო დათარიღებული. ფოტოებზე ჯეკი გადაღებულია იაპონელ ჩინოვნიკებთან ერთად.
|