ჯეიმს კამერონი „ავატარის" გაგრძელების ორ სხვადასხვა სცენარზე მუშაობს, რომელთა ეკრანიზაციაც ერთდროულად მოხდება. ამის შესახებ რეჟისორმა FOX News-თან ინტერვიუში ისაუბრა. „ფილმების გადაღება ერთმანეთის მიყოლებით მოხდება. ისინი ერთმანეთს შეავსებენ, ლაპარაკი სულაც არ არის სრულფასოვან ტრილოგიაზე, უფრო სწორედ მოხდება პერსონაჟების განვითარება. ჩვენ ასევე დაწყებული გვაქვს მოსამზადებელი სამუშაოები: ვქმნით ახალ პროგრამებს, ანიმაციის ახალი ტექნოლოგიები და ასე შემდეგ",- თქვა რეჟისორმა.
|