რეპერი Jay-Z ლონდონში რესტორანს ხსნის, რომლის მიზანიც ბრიტანელი გაჭირვებული ბავშვების დასაქმება იქნება.
დაწესებულების მეორე მფლობელია ფეხბურთელი ეშლი ქოული (პოპ-მომღერლის შერილ ქოულის ექს-მეუღლე). კარტერმა და ქოულმა ერთმანეთო საერთო მეგობრის მეშვეობით, 2011 წლის ივნისში, ნიუ-იორკში გაიცნეს და რესტორნის გახსნის იდეა განიხილეს.
რესტორნის მუშაობის მოგების ნაწილს ქოული და კარტერი საქველმოქმედო ორგანიზაცისთვის გადასცემენ.
აღსანიშნავია, რომ ჯეი-ზიმ ადრეც მიიღო საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა. 2010 წლის იანვარში მან ჩაეწრა თრექი „Stranded (Haiti Mon Amour)". სინგლის გაყიდვებიდან შემოსული თანხა კი ჰაიტიზე, 2010 წლის იანვარში მომხდარი მიწისძვრისგან დაზარალებულთა დასახმარებლად გადარიცხა.
|