თინეიჯერების კუმირი მზად არის ახალი რეკორდის დასამყარებლად. შემოდგომაზე ჯასტინ ბიბერი წარმოგვიდგენს ახალ ალბომს სახელწოდებით „Believe". ფირფიტის თრექ-ლისტი ჯერ-ჯერობით უცნობია. დაზუსტებით კი ვიცით, რომ ახალი ნამუშევარი გაყიდვაში 14 ნოემბერს გამოვა.
მსოფლიოში ჯასტინის სადებიუტო ალბომის „My World 2.0" 2,5 მლნ. ასლი გაიყიდა და ამერიკაში პლატინის დისკის სტატუსის მფლობელია. აგრეთვე უცნობია პირველი სინგლის სახელწოდებაც. ბიბერის განცხადებით, დაწვრილებით ინფორმაციას ალბომის შესახებ უახლოეს მომავალში მოგვაწვდით
|