სწორედ ამ დღეს ჯასტინი ბერლინში კონცერტს მართავდა. კონცერტის ბოლოს ჯასტინმა დედამისი სცენაზე იხმო და ტორტზე ანთებული 35 სანთლის ჩაქრობა სთხოვა.
მთელი დარბაზი დაბადების დღის სიმღერას მღეროდა. სანთლების ჩაქრობისას პეტის გაშლილ თმებზე ცეცხლი მოედო. ჯასტინმა სწრაფად მოახერხა ხელით ცეცხლის ჩაქრობა და დედის გადარჩენა. ამის შემდეგ ვარსკვლავის დედამ დარბაზს მისი ჯანმრთელობისთვის ლოცვა სთხოვა.