მას შემდეგ, რაც ჯასტინ ბიბერმა თავისი მოკვეცილი თმა ტელევარსკვლავს, ელენ დეჯენერესს აჩუქა, ელენმა ისინი აშშ-ში ყველაზე ცნობილ "ibey"-ს აუქციონზე გაიტანა. ბიბერის თმის საწყისი ფასი თავიდან 7000 აშშ დოლარი იყო, ბოლო მონაცემებით ლოტის ფასი 8300 აშშ დოლარამდე გაიზარდა.
იმის გათვალისწინებით, რომ აუქციონის დასრულებამდე კიდევ 4 დღე არის დარჩენილი, სავარაუდოდ, თანხა მნიშვნელოვნად აიწევს.
ვინ იფიქრებდა, რომ ჩვეულებრივი თმის შეჭრა ასეთ რეზონასს გამოიწვევდა. ჯასტინ ბიბერის თმაში აღებული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება.
|