ტეხასის ქალაქ ფორნიში არც მეტი არც ნაკლები ჯასტინ ბიბერის სახელობის ქუჩა გაიხსნა.
ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ქეროლაინ გონსალესმა გაიმარჯვა კონკურსში, სახელწოდებით ”მერი ერთი დღით”. 11 წლის გოგონამაც შანსი არ გაუშვა ხელიდან და პირველი რაც გააკეთა ეს მისი საყვარელი შემსრულებლის ქუჩის დაარსება იყო.
საინტერესოა თავად მომღერალმა თუ იცის რომ ასეთი პატივი ხვდა წილად. იმედია მსგავს საქციელს არც ერთ ქვეყანაში არ გაიმეორებენ.