გამოკითხვა 1 |
რამდენი წლის ხართ?
სულ ხმები : 369
|
გამოკითხვა 2 |
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
სულ ხმები : 304
|
გამოკითხვა 3 |
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1. 2. 3. 4. 5. 6. 7. 8. 9. 10. 11.
სულ ხმები : 378
|
|
| | |
| მთავარი » 2011 » ივლისი » 4 » ისევ და ისევ სიყვარული
5:10 PM ისევ და ისევ სიყვარული |
ღამის ორი საათია. წავედი დასაძინებლად, მაგრამ ფიქრებში ჩავიძირე და ვერ დავიძინე. დაახლოებით ერთი საათი ვიწექი და ვფიქრობდი... ვფიქრობდი, მაგრამ რაზე? _ არვიცი... ალბათ ცხოვრებაზე, სიყვარულზე, ან კიდევ ცხოვრების უსამართლო კანონებზე... და აი... როგორც იქნა ჩამეძინა... ცხოვრება სიურპრიზებით არ მანებივრებს... ბედნიერება ხომ ყველა ადამიანის ხვედრი არაა... მაგრამ თუ შემოფრინდა შენში წამიერად დედოფლად გაქცევს, შემდეგ კი გაფრინდება, მისი მოგონება კი გულში სამარადისოდ დარჩება. ხშირად ხდება ასე. უმეტესად კი სიზმარში თუ მოხდება ის რაც ჩემს ცხოვრებას ხალისსა და ძალას მისცემს... ყველაფერი კარგი, ლამაზი და დაუვიწყარი... ასე ტკბილად ცხოვრებაში ჯერ არასდროს მძინებია, არასდროს მინახავს ასეთი სითბოთი და სიყვარულით სავსე სიზმარი... ზღვა, მზე, შენ... ხო შენ სიყვარულის აჩრდილო... თბილი ნიავი და შენი ჩურჩული: მე შენ მიყვარხარ და მეყვარები ბოლო ამოსუნთქვამდე ჩემო დედოფალო. ჩემთვის ყველაფერი ხარ სიხარულო... სიყვარული... სიცოცხლე... ცხოვრება და თვით ღმერთიც კი... რამხელა ძალა აქვს ამ სიტყვებს იცით? ზღვაში ერთად ცურვა და მისი მოფერება, მისი შეხება და დაუვიწყარი სიტყვები, მისი გამოხედვა და მის თვალებში სიყვარულის ნაპერწკალი... მართლაც რა ბედნიერი წუთებია არა? მასთან გატარებული ყოველი წამი, წუთი და საათი უდიდესი ბედნიერებაა... ერთად ოცნება მომავალზე და გეგმების დაწყობა... ყველაფერი ეს, მე და შენ... ზღვა და ტალღები... დიდი ბედნიერებაა... ბედნიერი ხარ, როცა იცი, რომ ვიღაცას უყვარხარ და შენთვის ცოცხლობს. ჱყველაფერს ვარდისფერი სათვალით უყურებთ... აი ესაა მართლაც ბედნიერება... რა სასიამოვნოა ამ სიტყვების მოსმენა საყვარელი ადამიანისგან, დამეთანხმება ის, ვისაც ეს გამოუცდია... და უცებ... ტკბილი ოცნებიდან მკაცრ რეალობაში აღმოვჩნდი... გამომაღვიძა კარის ხმაურმა და დაიწყო ისევ მკაცრი სინამდვილე, რომელიც არავის გაახარებს დიდხანს... დიახ, არავის... გამოუქექავს ცრემლს და სიმწარეს... ბედნიერება ხომ დიდხანს არ გრძელდება... დასანანია, მაგრამ ეს მხოლოდ სიზმარი იყო,…სიზმარი, წამიერი ბედნიერება... რომელსაც ვინ იცის ასრულება უწერია თუ არა... მაგრამ ნათქვანია: ,,იმედი ბოლოს კვდებაო” და ვინ იცის რა იქნება მომავალში... მიუხედავად იმისა რომ ცხოვრება მკაცრია და დადუნდობელი ვიმედოვნებ, რომ ჩემი სიყვარულის ისტორია ისეთივე ლამაზი და ბედნიერებით სავეს იქნება, როგორც ჩემს სიზმარში... სიყვარული ხომ წმინდა, უნაკლო და ძლიერი გრძნობაა...
... ... ... რამდენი დრო გავიდა... და მე აღარ დამიწერია ამ წმინდა გრძნობაზე... ალბათ მკითხავთ: რა არის სიყვარულიო? ოცნება თუ სინამდვილე? თამაში თუ რეალური გრძნობა? სიმართლე გითხრათ ზუსტად არ ვიცი. ის კი ვიცი რომ დიდი ძალა აქვს... და ორ ადამიანს სამუდამოდ აკავშირებს... ომს გავს, რომელშიც თუ დაიჭერი სამუდამო დაღს დაგასვამს. ის ჩვენი ცხოვრების პირველი გამოცდილებაა... რომელიც ან უბედურს ან კიდევ ბედნიერს გვხდის. სიყვარული ორგვარია: ცალმხრივი და ორმხრივი... ალბათ დამეთანხმებით. რომ ცალმხრივი სიყვარული უბედურებაა... ტანჯვა და სხვა არაფერი... სიყვარული ადამიანს ძალას აძლევს იცხოვროს... ჰქონდეს მიზანი და სიძნელეებ გადალახოს... შეძლოს ადმიანმა პრობლემებს გაუმკლავდეს... როდესაც ვინმე გიყვარს, სწავლობ ამ დროს სხვების სიყვარულსაც... მაგრამ შენს რჩეულს ბოლომდე ვერ შეიცნობ... სიყვარული მართლაც რომ ბრმაა... გაბრმავებს და მის თვისებებში მხოლოდ კარგს ხედავ... არ გინდა აღიარო, რომ მას ცუდი თვისებებიც აქვს... ბევრი შეყვარებული ადამიანი მინახავს და მათი ბედნიერებით მეც გამიახარია... რა ლამაზები არიან შეყვარებულები... ერთმანეთს თვალებში რომ შესციცინებენ და უფრთხილდებიან... ყველაფერ ვარდისფერი სათვალით უყურებენ და სამყარო მხოლოდ თავისი რომ ჰგონიათ... რას არ ჩაადენინებს სიყვარული კაცს... უამრავ სისულელეს, საყვარელი ადამიანის გულის მოსაგებად... სიყვარულს მე ,,უკანონო” შევარქვი... მას ხომ არც ადგილი აქვს, არც ასაკი და არც იმას გვეკითხება, როდის მოდის და როდის მიდის. ერთი სიტყვით ,,არა მკითხე მოამბეა”... სიყვარული!... ეს ხომ უძლიერესი გრძნობაა... მაგრამ დღესდღეობით სიტყვამ ,,მიყვარხარ” დაკარგა ძველებური სახე, ზოგმა ამ სიტყვის მნიშვნელობაც კი არ იცის... ეს სიტყვა უამრავმა ახალაზრდამ და არამარტო ახალგაზრდამ ისე გახადეს ბანალურად, რომ ამ სიტყვის თქმის დროს შეიძლება არც უყვართ, მაგრამ სხვანაირად ვერ ამტკიცებენ... ასეა თუ ისე სიყვარული არსებობს და ალბათ დამეთანხმებით, რომ ყველაზე საინტერესო და ლამაზი პირველი სიყვარულია... პირველი ხომ ყველაფერი დაუვიწყარია... ამბობენ პირველი სიყვარული ნამდვილი სიყვარულია, რომელზე ძლიერიც ამ ქვეყნად არაფერიაო... მეც ასე მგონია... ნათქვამია: ,,პირველი სიყვარული არ ჟანგდებაო”... ნეტავ მართლა ასეა? _ არ ვიცი, მაგრამ, ვფიქრობ პირველი დავიწყებას არასოდეს მიეცემა... დრო გადის სიყვარული კი არ ბერდება... ისევ დიდი ძალა აქვს და ცეცხლს ანთებს ადამიანის გულებში... გავიდა დრო და დადგა ჩენი ჯერიც... ვყოფილიყავი ბედნიერი და მეც გამესინჯა ამ ძლიერი გრძნობის გემო... გავიგე ბოლოსდაბოლოს რა არის სიყვარული... ვფიქრობ უბედურია ის ვისაც არავინ უყვარს, მეცოდებიან ასეთი ადამიანები... ეს გრძნობა ხომ მართლაც ულამაზესია... გამორჩეული ყველა გრძნობისაგან... გათენდა ჩემთვის ბედნიერი დღე. დღე, როდესაც შენ გაგიცანი... სულ შემთხვევით, თითქმის დაუჯერებელია მაგრამ მართლა შემთხვევით... ეს ალბათ ბედისწერა იყო... ბედისწერა რომელსაც ამდენ ხანს ველოდით... არც შენ გჯერა ამ შემთხვევითობის, თუმცა ასეა... არასოდეს დამავიწყდება ჩვენი პირველი პაემანი... პირველი გულის ძგერა... ბედნიერი ვიყავი მაგრამ უბედურიც, რადგან არ ვიცოდი რა მეთქვა შენთვის, მე ხომ სულ რაღაც 15 წლის ვიყავი... გუშინდელი დღესავით მახსოვს ის დღე. მახსენდება და გული სითბოთი და სიყვარულით მევსება... ბედნიერი ვარ, რადგან უფლის ნება იყო, ჩვენი გაცნობაც და ჩვენი სიყვარულიც. ისე შემოიპარა ეს გრძნობა ჩემში, ვერც კი გავიგე, როცა მივხვდი კი, უკვე სიგიჟემდე მიყვარდი. ვერ გავიგე როდის გახდი ჩემი მომავალი, ანდა როგორ შემაყვარე თავი... რამდენი ბედნიერი წამი, წუთი ანდა საათი გაგვიტარებია ერთად. ბედნიერი თვალებით შეგვიხედავს ერთმანეთისთვის და აგვიხსნია სიყვარული. არასოდეს დამავიწყდება ჩვენი პირველი კოცნა. ადამიანისათვის ყვალაფერი პირველი ხომ რაღაც განსხვავებული და დაუვიწყარია... ხშირად ვზივარ შენზე ვფიქრობ და ცრემლი მომდის... ცრემლზე გამახსენდა... იცი რამდენჯერ მიტირია შენს გამო? არა არ იცი... ან საიდან უნდა იცოდე? აბა მე თუ გავიხსენებ... 20-ჯერ 30-ჯერ... არა არ ვიცი... მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ოდენობას? მთავარი ის არის, რომ მე შენს გამო თუნდაც ერთხელ ვიტირე... რაც მთავარია ეს ცრემლები გულიდან იყო წამოსული... ალბათ იკითხავ რა გატირებსო, მე კი პასუხს ვერ გაგცემ... არ ვიცი... ალბათ შენი სიყვარული მატირებს ძვირფასო... ან ის, რომ აღარ ვიცი როგორ გითხრა, თუ როგორ მიყვარხარ... ვეღარ გამოვხატავ სიყვარულს და სწორებ ეს მატირებს ალბათ... და მაინც გეტყვი მიყვარხარ კარგო...
… … … ალბათ გაგიჩნდათ კითხვა: თხუთმეტი წლის გოგომ სიყვარულის რა იცოდიო?... ბუნებრივია... დგესდგეობით მეც ვიკითხავდი ამას, მაგრამ არა იმიტომ რომ არ მიყვარდა, არამედ იმიტომ, რომ სიყვარული სხვადასხვა ასაკში სხვადასხვანაირია... მიყვარდა როგორც შეიძლება უყვარდეს თხუთმეტი წლის გოგოს, მაგრამ ეს არ იყო ვნება, როგორც ჰგონიათ ხოლმე... მინდა გითხრათ რომ სიყვარული უფრო მეტია ვიდრე კოცნა ან... ... ... ხშირად მეუბნებოდნენ შენ რა იცი სიყვარულისო...… მე კი ვბრაზდებოდი... არაა ეს მართალი... სიყვარული ყველამ იცის, მაგრამ ყველამ თავისებურად... მართალია დღევანდელი ჩემი გრძნობა ბევრად განსსვავდება იმისგან რაც წინათ მეუფლებოდა, მაგრამ ეს ხომ იმ გრძნობის გაძლიერებაა? ამბობენ: თუ მართლა გიყვარს ვერასოდეს ახსნი რატომ გიყვარს ის და არა სხვა... რატომ ხარ მზად ყველაფერი აიტანი მისგან და სხვისგან კი_არა... რატომ გსურს ყველაფერი აპატიო მას და სხვას კი _ არა... ძნლია დაასახელო ამის მიზეზი და არაფერი გამოგრჩეს... საკმარისია დაჯდე და დაიწყო იმის ჩამოთვლა რაც ყველაზე მეტად გეძვირფასება შენს სიყვარულში, რომ მიხვდე: მასში ფაქტიურად ყველაფერი გიყვარს... მეც ყველაფერი მიყვარს შენში სიხარულო... ამას უკვე მივხვდი... და გიმეორებ... მე შენ მიყვარხარ... მიყვარხარ... მიყვარხარ... გესმის? ყველა შენი კარგი თვისებითა და ნაკლით...…
|
კატეგორია: BooK ★ |
ნანახია: 543 |
დაამატა: Makako
| რეიტინგი: 5.0/1 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
| |
| |
| | |
|
|