ამ ინტერვიუში მილიონობით გოგონას კუმირი ჯო ჯონასი სიყვარულსა და გოგონებზე საუბრობს. – ჯო, თაყვანისმცემელი გოგონები ალბათ მოსვენებას არ გაძლევენ, თავად როგორი გოგონები მიგწონს? – მომწონს გოგონები, რომლებთაც თვალები უცინით, ბუნებრივად მხიარულები არიან და იცვამენ ისე როგორც მოსწონთ და არა ისე, როგორც ყველა. – რომელი ცნობილი ქალი მოგწონთ? – მართალია, "ჰარი პოტერის" დიდი ფანი არ ვარ, მაგრამ ძალიან მომწონს [/b]ემა ვატსონი. ის გაიზარდა და ძალიან გაიზარდა, ასევე მომწონს ნატალი პორტმანი. – ე.ი ქერათმიანი გოგონები არ გხიბლავთ? – არა, თმის ფერს მნიშვნელობა არ აქვს. პაემანი ორივენაირი გოგონებისთვის დამინიშნავს. მთავარია, მისი შინაგანი ბუნება მხიბლახვდეს. მინდა მასთან თავი ლაღად ვიგრძნო და არა იმით ვიყო დაძაბული, თავი როგორ მოვაწონო მეთქი. – რაიმე სიგიჯე თუ ჩაგიდენია გოგონას გულისთვის? – ტურნეს ვატარებდით ამერიკაში. მე უცებ გადავწყვიტე და მასთან ჩავედი ავსტრალიაში. ეს არ იყო ადვილი... – რას ვერ იტან გოგონას საქციელში? – არ მიყვარს ტყუილები და რომ გოგო სიგარეტს ეწევა. – როგორ უნდა მოინადიროს გოგონამ შენი გული? – რაიმე სიურპრიზი უნდა გამიკეთოს. მე ბეიზბოლი მიყვარს და შეუძლია ამასთან დაკავშირებით რამე მომიწყოს. – როგორ აგრძნობინებ გოგოს, რომ მოგწონს? – ჯგუფში ყველაზე დიდი ფლირტის ოსტატი მე ვარ. გოგონას კომპლიმენტებით ვავსებ და ვეხვევი.
|