-კარიბა, ბავშვობაში რა პროფესიაზე ოცნებობდი? -მოცეკვავე მინდოდა გამოვსულიყავი. -ვინ არიან შენი საყვარელი მსახიობები? -ნატალი პორტმანი და დენზელ ვაშინგტონი. -რომელია შენი საყვარელი ფილმი? -,,დასაწყისი" -რას ვერ იტან? -ზამთარი არ მიყვარს. -რა ჰობი გაქვს? სპორტს მისდევ? --მიყვარს მხატვრული ტანვარჯიშის ტურნირების ყურება. რაც შეეხება ჰობის, მიყვარს მეგობრებთან ერთად ექსკურსიებზე სიარული. -ტანსაცმელში რომელ ფერებს ანიჭებ უპირატესობას? -შავ-თეთრს. -რისი გეშინია? -ობობების. -როგორ წარმოგიდგენია შენი ოცნების მამაკაცი? -მას ჩემი გამხიარულება და ნებისმიერ თემაზე საუბარი უნდა შეეძლოს. -აღწერე საკუთარი თავი სამი სიტყვით. -მორცხვი, ზედმეტად სერიოზული და მეგობრების ერთგული ვარ. - რა არის შენი სილამაზის საიდუმლო? -ბევრი ძილი. -რა მავნე ჩვევა გაქვს. -ბევრ შოკოლადს მივირთმევ, რაც ცუდია ფიგურისთვის. -რა სირთულეებს შეხვდი H2O-ს გადაღებისას? -რთული იყო ცურვის სცენების გადაღება. საკმაოდ დიდხანს გვიხდებოდა ჩაყვინთვა. თუმცა, დიდი სიამოვნება იყო სხვადასხვა ცხოველებთან ერთად ცურვა. -სახლში გყავს რაიმე ცხოვრელი? -კი, ძაღლი მყავს. - რა სამომავლო გეგმები გაქვს? - 2010 წელს გამოვიდა ჩემი ახალი ფილმი Dance Academy. მომავალშიც ვაპირებ კინოკარიერის გაგრძელებას.