ინგლისში კორნუოლის საგრაფოს მკვიდრმა დევიდ რობერტსმა უჩვეულო სასტუმრო გახსნა. ოტელი, რომელმაც მუშაობა რამდენიმე თვის წინ დაიწყო, მრავალფეროვან მომსახურებას
ადგილობრივ ქათმებს სთავაზობს. ინფორმაციას ამის შესახებ Oddity Central ავრცელებს.
ინგლისელი ბიზნესმენის განმარტებით, მსგავსი სასტუმროს გახსნით ის ადგილობრივ ფერმერებს დაეხმარება.
„იმ შემთხვევაში თუ ფერმერებს მამულის დატოვება მოუწევთ, ვთავაზობთ ფრინველები ჩვენს სასტუმროში დატოვონ."- განმარტავს რობერტსი.
ამასთან, ბიზნესმენი აცხადებს, რომ კლიენეტების ბუმი მის სასტუმროში შობის დღესასწაულს დაემთხვა.
რაც შეეხება მომსახურებას: შინაურ ფრინველს სასტუმროში ღამის გათენება სულ რაღაც 2 ფუნტი და 75 პენსი დაუჯდება. საფასურში შედის 8 ადგილიანი „ნომერი" და სამჯერადი კვება. იმ ფერმერებისთვის კი, ვინც სასტუმროში ერთდროულად რამდენიმე ფრინველს მიიყვანს, სპეციალური ფასდაკლება მოქმედებს.
აღსანიშნავია, რომ რობერტსის მიერ გახსნილი ფრინველთა სასტუმრო მსოფლიოში პირველი შემთხვევაა. ამასთან, გახშირდა შემთხვევები, როდესაც ბიზნესმენები შინაურ ცხოველებს მსგავს სერვისს სთავაზობენ.
|