იქნებ გგონია, რომ დავბრუნდები,
დამსხვრეულ გრძნობებს ჩავთვლი ვარგისად,
არ მითხრა ახლა, რომ მოგენატრა,
იის სურნელი ჩემი კაბისა.
იქნებ გგონია რომ დავბრუნდები,
და ბავშვურ თვალებს შემოგანათებ,
არა ძვირფასო, გრძნობა თან გაჰყვა,
იმ ნაკუწებად ქცეულ ბარათებს.
გული დამტვერილ საფერფლედ იქცა,
ფერფლს ცეცხლად ვეღარ აქცევ მეორედ,
სხვას შევიყვარებ, ოღონდ თავიდან, შენ ვერასოდეს გაგიმეორებ.
|