ჰოლივუდის ოქროს ხანა Gucci-ს ახალ რეკლამაში
ფოტოგრაფების ცნობილმა წყვილმა მერტმა და მარკუსმა გადაიღეს
Gucci-ს შემოდგომის კოლექციის სარეკლამო კამპანია ჰოლივუდის ოქროს ხანის
სტილში.
მოდელებმა განასახიერეს ჰემფრი ბოგარტის მეგობარი გოგონების როლი-წითელი
პომადა, მომნუსხველი თვალები და დალაგებული კულულები, წითელი აბრეშუმი,
ბეწვი, შიფონი და შლიაპები- ასეთია Gucci-ს საბედისწერო ქალბატონი.
|