"ჰარი პოტერი"-ს ახალმა სერიამ შაბათ-კვირას 61 მილიონი დოლარი შეაგროვა "ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქარი-ნაწილი 1"-მა 48 საათის განმავლობაში 61
მილიონი დოლარის მოგება ნახა. ფილმის პრემიერა 19 ნოემბრის ღამეს გაიმართა.
პირველივე დღეს ფილმმა 24 მილიონი დოლარი შეაგროვა. "ჰარი პოტერი და სიკვდილის
საჩუქარი-ნაწილი 1"-ს პრემიერის დღე ყველაზე მომგებიანი აღმოჩნდა ფილმის ისტორიაში.
"ჰარი პოტერი"-ს წინა სერიამ 58 მილიონი დოლარის მოგება ნახა. საერთოდ,
ამ მაჩვენებლის მიხედვით, ყველაზე წარმატებული ფილმია "ბინდი.საგა.ახალი მთვარე".
პრემიერის დღეს ფილმმა 72.7 მილიონი დოლარი შეაგროვა. "ჰარი პოტერი"-ს წინა ექვსმა
ფილმა მხოლოდ ამერიკაში 1.7 მილიარდი დოლარი შეაგროვა, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით - 5.5 მილიარდი დოლარი.
"ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქარი-ნაწილი 2" 2011 წლის 15 ივლისს გამოვა.