გულის გაჩერებამდე, შენთან ყოფნას ვინატრებ, ქვეყნის აღსასრულამდე, შენს გულს გავახარებდი,
სითბოს გამოკრთომამდე ჩუმად შენზე ვიდარდებ ციდან მზის ამოსვლამდე, წამებს დავაჩქარებდი.
მხოლოდ შენი ალერსით, მთელ დროს გავატარებდი. ტანჯვას დაგავიწყებდი დარდს არ გაგაკარებდი.
შენი გულის ფეთქვამდე, ჩემი სული იცოცხლებს, შენი სახის ცქერამდე, შემბოჭავენ ფიქრები.
აღსასრულის წამამდე, შენ გეკუთვნი სიცოცხლე, თუმცა შენგან წასული, მაინც შენი ვიქნები.
|