'დავიწყებული მეფე' (Forgotten king) ფილმი, რომელმაც მსოფლიო რეკორდი მოხსნა ინოვაცია ქართულ კინოში: რეჟისორ ნიკა ხომასურიძის ფილმი 'დავიწყებული მეფე'
მსოფლიო კინემატოგრაფიაში რეკორდი იქნება. ფილმი არის მთლიანი 100 წუთიანი 1
უწყვეტი კადრი, მსოფლიო რეკორდი 90 წუთიანია. თუმცა როგორც რეჟისორი ამბობს
'ჩვენთვის გინესის რეკორდის დამყარებაზე მნიშვნელოვანია, კარგი პროდუქტი მივიღოთ'.
რეჟისორმა ნიკა ხომასურიძემ 100 წუთიანი ნამუშევარი ერთი დუბლით გადაიღო.
'დავიწყებული მეფე' დემეტრე ორბელისა და მისი მეუღლის ელენეს დროში მოგზაურობაზე
მოგვითხრობს. შეხვედრა თამარ მეფესთან, ილია ჭავჭავაძესთან, სტალინთან, ჰიტლერთან და
ბოლოს 2011 წელი. ფილმის ბიუჯეტი 100 ათასი დოლარი იყო. რეჟისორმა, რომელმაც ლოს-ანჯელესის
კინოსკოლა 2008 წელს დაამთავრა, უკვე რამდენიმე ისტორიული ჟანრის ფილმი გადაიღო. ფილმის პრეზენტაცია
კლუბ “სეიფში” შედგა – პრემიერა კი, სავარაუდოდ აპრილში გაიმართება.