56-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებულები აზერბაიჯანის წარმომადგენლები ნიგიარ ჯამალი - ნიკი (Nigar Jamal - Nikki) და ელდარ გასიმოვი - ელი ( Eldar Gasimov - Ell ) გახდნენ , სიმღერით ,,Running Scared”. მათ ხმების რეკორდული რაოდენობა - 221 ქულა დააგროვეს. (მე მაგალითად მათი გამოსვლა, შესრულება და სიმღერაც არ მომეწონა... )
აი მათი შესრულება
Runing Scared მეორე ადგილი წილად ხვდა იტალიელ რაფაელ გუალაცის
MADNESS OF LOVE
ხოლო შვედეთის წარმომადგენელი ერიკ საადი - 185 ქულით მესამე ადგილზე გავიდა. (ეჰ როგორ მინოდა მას გაემარჯვაა :() მართლაც მას უნდა გაემარჯვა ჯერ სანამ ევროვიზიის ფინალი იქნებოდა მისი სიმღერა გაჰიტდაა.. მთელ ევროპაში უსმენდნენ. ასევე იუთუბეს ნახვებს თუ დავაკვირდებით მას აქვს 4,025,502 ნახვა, აზერბაიჯანს 32,154 და იტალიას 1,637 . მემონი ეს ადამიანი მართლაც იმსახურებდა გამარჯვებას
PoPular
2011 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელმა ჯგუფმა ,,Eldrine” მეცხრე ადგილი დაიკავა - 110 ქულით. და ასევე ვფიქრობ რომ საქართველომ აზერბაიჯანზე კარგად იმღერა, შეიძლება პირველი ადგილი არა მარა ის ხუთეულში მაინც უნდა მოხვდერილიყო
One More Day
2012 წლის ევროფესტივალს აზერბაიჯანი უმასპინძლებს
და ბოლოს კითხვა: თქვენ ამ სამეულიდან ანუ აზრებაიჯანიდან, იტალიიდან და შვედეთიდან, რომელი მიგაჩნიათ ნამდვილად გამარჯვების ღირსად??