მუსიკალურ სერიალში High School Musical ერთ-ერთ მთავარ როლს ქერა მომხიბვლელი გოგონა, ეშლი ტისდეილი თამაშობს. მის გმირს სერიალში შარპეი ევანსი ქვია.
ეშლი 23 წლისაა. იგი 1985 წლის 2 ივლისს დაიბადა, ნიუ ჯერსის შტატში. იგი მსახიობიცაა, კომპოზიტორიც და ტელეპროდიუსერიც. ეშლის ხმის ტემბრია-მეცო-სოპრანო.
ეშლი ტისდეილის მშობლები სამშენებლო კომპანიის მეპატრონეები არიან. ჰყავს უმცროსი და ჯენიფერი,რომელიც მოდელი და მსახიობიცაა. ეშლი თავს ებრაელად თვლის,რადგან დედამისი ებრაელია.
ეშლი სამი წლის იყო, როდესაც ცნობილმა პროდიუსერმა ბილ პერლმანმა შენიშნა. 8 წლის ასაკში იგი მთავარ როლში გადაიღეს ბროდვეის მიუზიკლში Les Miserables. შემდეგ იგი რამდენიმე ტერესერიალში გადაიღეს, 2005 წელს კი ეშლი შარპეი ევანსის როლზე დაამტკიცეს. თავიდან ეშლის გაბრიელა უნდა ეთამაშა, მაგრამ რეჟისორმა იფიქრა,რომ მისი ხმა უფრო მეტად უარყოფით გმირს მოუხდებოდა. 2007 წლის 6 თებერვალს გამოვიდა ეშლის სადებიუტო ალბომი headstrong,რომელიც საკმაოდ დიდი ტირაჟით გაიყიდა.
ეშლის გაკეთებული აქვს ცხვირის პლასტიკური ოპერაცია . იგი ამტკიცებს,რომ ოპერაცია ჯანმრთელობის პრობლემის გამო გაიკეთა და არა ფორმის შესაცვლელად.ჟურნალ People-ისათვის მიცემულ ინტერვიუში ეშლიმ განაცხადა,რომ 2007-2009 წლებში ხვდებოდა მოცეკვავეს ჯარედ მურილოს. ამჟამად ეშლი მსახიობ ლაიამ ჰემსვორტს ხვდება. იგი ადრე მაილი საირუსის შეყვარებული იყო.
ეშლი ტისდეილი მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი გოგონაა.2008 წლის 5 აგვისტოს იგი Forbes-ის ჩამონათვალში მე-6 ადგილზეაღმოჩნდა. მან "მაგარი მიუზიკლი 3"-ისთვის 5.5 მლნ. დოლარი მიიღო.
აპრილში გამოვა ფილმი "შარპეის ლეგენდარული თავგადასავალი",რომელშიც ეშლის ოსტინ ბატლერი უწევს პარტნიორობას.