ბევრი ფიქრობს, რომ მეგან ფოქსი ბაძავს ანჯელინა ჯოლის: იგივე ვარცხნილობა,
გამოხედვა, უამრავი სვირინგი ტანზე. მეგანი ამას უარყოფს და ამბობს, რომ
ეს უბრალოდ დამთხვევაა. თუ არ ჩავთვლით, იმას რომ ამჟამად ნატალი პორტმანი
ორსულადაა და უზარმაზარი მუცლით დაიარება, ნატალი და კირა ნაითლი ძალიან
გვანან ერთმანეთს: მსგავსი თვალები, სახის მოყვანილობა. ორივე ძალიან
ლამაზია. ხავიერ ბარდემის ადგილას ალბათ დავფიქრდებოდით: ცუდად მოქცევის
შემთხვევაში პენელოპას ადვილად შეუძლია მას შემცვლელი უპოვოს. სიმპატიური
ჯეფრი, არაფრით ჩამოუვარდება ხავიერს: მსგავსი ღიმილი, იგივე ტიპაჟი. ორივე
მამაკაცს ცისფერი თვალები აქვს, ხვეული თმა, სახის მოყვანილობა. ჯასთინი
რომ არ ატარებდეს სათვალეს თავშეყრის ადგილებში, ისინი ალბათ ერთმანეთშიც
აერეოდათ.