მსოფლიო ვარსკვლავმა ენრიკე იგლესიასმა ბათუმი დატოვა. ის საქართველოდან წუხელ გაფრინდა. ევროპის მოედანზე გამართული კონცერტის შემდეგ ენრიკე იგლესიასმა თაყვანისმცემლებთან ფოტოები გადაიღო, ჟურნალისტებთამ კი მცირე კომენტარი გააკეთა. "კარგი შოუ იყო. აღფრთოვანებული და ბედნიერი ვარ. კონცერტზე კარგი საზოგადოება იყო შეკრებილი", - განაცხადა მსოფლიო ვარსკვლავმა. " შეგახსენებთ, რომ ენრიკე იგლესიასმა MTV Live -ში მიიღო მონაწილეობა.
|