რამდენიმე დღის წინ ემი უაინჰაუსის მშობლები და ძმა მის ლონდონის სახლში მივიდნენ, რათა მომღერლის საყვარელი ნივთები წამოეღოთ. სამოსის ნაწილი ემის მამამ ქალიშვილის თაყვანისმცემლებს დაურიგა. „ეს ემის მაისურებია. მას სურვილი ექნებოდა, რომ ისინი ფანებისთვის ეჩუქებინა" - განაცხადა მიტჩ უაინჰაუსმა. იმავე დღეს ემის ოჯახმა და მისმა შეყვარებულმა რეგ ტრევისმა განაცხადეს, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ მათი ცხოვრება ჯოჯოხეთს დაემსგავსა... მისი მეგობრები სინაგოგაში დადიან, სადაც მომღერალთან გამოსამშვიდობებელი ცერემონია გაიმართა.
|