eminem - 13 აგვისტოში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » აგვისტო » 13 » eminem
8:24 PM
eminem
ემინემის ბიოგრაფია

მარშალ ბრიუს მაზერს III ცნობილია თავისი სასცენო სახელით — ემინემი — ამერიკელი რეპერი, მუსიკალური პროდიუსერი და მსახიობი. მსოფლიო მასშტაბით გაყიდული 70 მილიონზე მეტი ალბომის წყალობით, ემინემი ადრეული 2000-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მუსიკოსად და ყველაზე წარმატებულ რეპ-შემსულებლად ითვლება. ემინემი რეპერმა და პროდიუსერმა დრ. დრემ აღმოაჩინა.
პირველი წლები
მარშალ ბრიუს მაზერს III დაიბადა მისურის შტატში, დებორა მაზერს-ბრიგსისა და მარშალ ბრიუს მაზერს უმცროსის ოჯახში. მამამ ოჯახი ადრე მიატოვა. 12 წლის ასაკამდე მარშალი, დედასთან ერთად სხვადასხვა ქალაქებში საცხოვრებლად გადადიოდა. საბოლოოდ ისინი დეტროიტში დასახლდნენ. აქ, მოზარდობის პერიოდში მარშალი დაინტერესდა ჰიპ ჰოპით და სხვადასხვა საღამოზე გამოდიოდა ფსევდონიმით M&M. 1995 წელს იგი შეუერთდა ჯგუფ Soul Intent-ს. ამავე პერიოდში გამოიცა მისი პირველი სინგლი. მიუხედავად იმისა, რომ იგი იყო ლინკოლნის სახელობის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი, უფრო მეტ დროს უთმობდა ფრისტაილის ტიპის შეჯიბრებს ოსბორნის სკოლის მოსწავლეებთან. მან მალე მიიპყრო ანდერგრაუნდული ჰიპ-ჰოპის მოყვარულთა ყურადღებაც. 17 წლის ასაკში იგი გააგდეს სკოლიდან.
1992 წელს მაზერსი მიიღო კომპანიამ FBT Productions, რომელსაც ძმები ჯეფ და მარკ ბეისი ფლობდნენ. იქ, 1996 წელს მან მოამზადა სადებიუტო დისკი Infinite, რომელიც ჩაწერილი იქნა ძმების საკუთარ სტუდიაში. დისკი გამოვიდა ლეიბლზე Web Entertainment. დისკში განხილული იქნა მისი ახლადშობილი გოგონას, ჰეილი ჯეიდ სკოტის მნიშვნელობაც. ამავე პერიოდში ემინემს ჰქონდა პრობლემები მეუღლესთან, კიმთან.
მინი-ალბომის The Slim Shady EP ჩაწერის შემდეგ მან მეტი ყურადღება მიიპყრო, ამასთან - რეპერ კეიჯის იმიტირების გამო, რამაც კრიტიკა დაიმსახურა. ამ პერიოდში იგი დაუკავშირდა ჯგუფის Insane Clown Posse წევრ ჯოზეფ ბრიუსს და შესთავაზა ალბომის გამოსვლის დღეს პრეზენტაციაზე კონცერტის გამართვა. ბრიუსმა ამაზე უარი უთხრა. მარშალი ნაწყენი იყო და გააკრიტიკა დუეტი ბევრ თავის ინტერვიუში.
გარდატეხა მაშინ მოხდა, როდესაც Interscope Records დაინტერესდა მარშალის შემოქმედებით - მას შემდეგ რაც იგი რეპ ოლიმპიადაში მეორე ადგილზე გავიდა. დრ. დრემ , რომელიც ფლობდა ლეიბლს Aftermath Entertainment მოისმინა რეპერის ჩანაწერები და შესთავაზა სრულყოფილი დისკის გამოცემა. მათ ერთად დაიწყეს ემინემის სადებიუტო მასშტაბურ ალბომზე მუშაობა.
სტუდიური ალბომები
Infinite (1996)
The Slim Shady LP (1999)
The Marshall Mathers LP (2000)
The Eminem Show (2002)
Encore (2004)
Relapse (2009)
Recovery (2010)


ემინემის სურათები


 












კატეგორია: ვარსკლავები ★ | ნანახია: 760 | დაამატა: mariko1 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

Copyright MyCorp © 2024
Free web hosting - uCoz