ემი ადამს შესთავაზეს მონაწილეობა ზებუნებრივ ძალებზე თრილერის რიმეიქში. საქმე ეხება ესპანური თრილერის „თავშესაფარის“(«The Orphanage») ამერიკულ ვერსიას. რესურსის Bloody-Disgusting-ის ინფორმაციით ემისთან თანამშრომლობით დაინტერესებულია კომპანია «New Line Cinema». ორიგინალური ფილმის ვარიანტი მოგვითხრობს ქალზე, რომელიც ბრუნდება თავშესაფარში, სადაც ის გაიზარდა და უეცრად იგებს საშინელ ამბავს, რომ მის შვილსაც აწვალებს კოშმარული წარმოსახვითი კომპანიონი, რომელიც მას აშინებდა ბავშვობაში. ამერიკული „თავშესაფარის“ შექმნით დაკავდებიან რეჟისორი მარკ პელინგტონი და პროდიუსერი გუილერმო დელ ტორო.