მსახიობმა დენიელ რედკლიფმა მადლობა გადაუხადა ლედი გაგას, ჰომოსექსუალების მხარდაჭერისათვის. 21 წლის მსახიობი უკვე დიდი ხანია თანამშრომლობს „Trevor Project"-თან, რომელიც ჰომოსექსუალების ინტერესებს იცავს. გაგა ამერიკის ხელისუფლების წინააღმდეგ მიდის და უსამართლოდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ასეთ ხალხს არ შეუძლია ჯარში წასვლა. MTV-სთან ინტერვიუში რედკლიფმა განაცხადა, რომ გაგა ძალიან გახსნილი ადამიანია და ის შეძლებს მასზე უკეთესად მიიტანოს საზოგადოებამდე სექსუალური უმცირესობების ეს პრობლემა.
|