demi lovato news - 26 აპრილში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » აპრილი » 26 » demi lovato news
1:22 PM
demi lovato news
"მათ ლოვატიკებს ეძახიან, დემი ლოვატოს მილიონობით ფანებს! და მხოლოდ ამ კვირას გაირკვა, რომ Camp Rock-ის ვარსკვლავი დემი ლოვატო საკუთარ დისნეის შოუს Sonny With A Chance ტოვებს, რათა მუსიკაზე გადაერთოს.

მაგრამ ყველზე ერთგულ ფანებსაც კი არ მოუსმენიათ მთელი ისტორია სანამ იგი აქ არ გამოჩნდა. და არავინ იცის, რომ ეს ისტორია დემის ბავშვობაში დაიწყო."

"ის ახალი თაობის საუკეთესო მეგობარია, 18 წლის დემი ლოვატო პოპ- პრინსესაა ლამაზი ღიმილით, ეს მანამდეც იყო სანამ მილიონობით ფანი გამოუჩნდებოდა, მაგრამ მან არ იცოდა კამერებთან პოზიორობა"

===================================================================

ინტერვიუერი: "მე ერთი სურათი მაქვს, რომელიც ძალიან მინდა რომ გაანხო."

დემი: "ღმერთო!! *იცინის* "

ი: "როდესაც ამ სურათს უყურებ, პირველი რა გაფიქრდება."

დ: "ეს პატარა გოგოა რომელსაც სიმღერა ძალიან უყვარდა "

"პატარა გოგონამ დალასიდან (ტეხასი) თავისი კარიერა ცნობილი საბავშვო სერიალიდან 'ბარნი და მეგობრები'- დან დაიწყო.

დემის ბუნებრივობამ და მომხიბვლელობამ კამერის წინ, იგი ვერ დაიცვა ბავშვების შეურაცხყოფისაგან."

დ: "მე ნამდვილად ვერ ვხვდებოდი, რატომ იყვნენ ჩემს მიმართ ასე ბოროტები. არც ფიქრობდნენ ისე მეუბნეოდნენ, რომ მსუქანი ვარ. ცოტა ხანში კი გაირკვა, რომ მე საკვებთან დაკავშირებით დაავადება მაწუხებდა"

"მთელი თავისი ბავშვობა დემი ბულემიით იტანჯებოდა."

დეპრესია, დანაშაულის შეგრძნება და ზიზღი საკუთარი თავის მიმართ; • თვითკონტროლის არარსებობა;• მკაცრი თვითკრიტიკა;• საკუთარი საქციელის სხვების მიერ გამართლების მუდმივი მოთხოვნა;• დამახინჯებული შეხედულება საკუთარი წონის ნორმაზე.)

"ამის შემდეგ მშობლებმა პროფესიონალებს თხოვეს დახმარება, მაგრამ დემი საიდუმლოს ინახავდა, ის ვენებს იჭრიდა, იმ დაცინვისა და შეურაცხყოფილს გამო, რასაც სკოლაში ხვდებოდა."

ი: "გახსოვს პირველად როდის გადაიჭერი ვენები?"

დ: "კი, მაშინ 11 წლის ვიყავი."

ი: "და რას გრძნობდი მაშინ ? "

დ: "ეს იყო ჩემი გამოხატვა იმისა, თუ როგორ მრცხვენოდა ჩემი სხეულის, ტანის. ზოგჯერ კი იმდენი ემოცია მიგროვდებოდა, არ ვიცოდი რა მექნა, ამიტომ ამ ყველაფერს ძალიან ცუდად გამოვხატავდი ჩემ თავზე, ჩემ თავს ზიანს ვაყენებდი."

ი: "ბევრმა შეიძლება ის თქვას, რომ შენ თავის მოკვლას ცდილობდი"

დ: "არა მგონია, რომ სიკვდილს ვცდილობდი მაშინ, მგრამ ვიცოდი, რომ თუ შორს შევტოპავდი და სიკვდილი დამემუქრებოდა, ამაზე ნამდვილად არ ვინაღვლებდი."

"ის თავისი ჭრილობების დამალვას მაკიაჟით და ბრასლეტებით ცდილობდა. მიუხედავად იმისა, რომ სკოლელებისგან დაცინვა გრძელდებოდა, ეს მას არ აჩერებდა, რადგან დემი თავს სცენაზე ისე გრძნობდა, როგორც სახლში.

ბოლოს კი როგორც იქნა გამოჩნდა როლი, რომელმაც ის შოუბიზნესის ასპარეზზე წინ გამოიყვანა. დემიმ მიიღო მთავარი როლი დისნეის ფილმში Camp Rock ჯონასებთან ერთად და მაშინვე თინეიჯერ სენსაციად იქცა!.

და მაშინ პატარა გოგოს ცხოვრება შეცვალა მხოლოდ ერთმა წითელ ხალიჩაზე გადაღებულმა ფოტომ, სადაც პირველად, კარგად გამოჩნდა მაჯაზე მისი ჭრილობები."

==================================================================

დ: "ამ სურათმა, როდესაც გამოვიდა, შემაძრწუნა, რაგდან მთელმა მსოფლიომ დაინახა ჩემი ყველაზე საშინელი და შავ-ბნელი საიდუმლო, რომელიც მშობლებმაც კი არ იცოდნენ."

ი: "მაშინ ვერაფრით დაიმალე ჭრილობა?"

დ: "რავიცი კაბა ჩავიცვი.. ზოგჯერ იცით გავიწყდება, რომ იქ ჭრილობაა იმდენი ხანი მქონდა.. მეგობა დავმალე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არა. თითქოს ამან გამაღვიძა დავიწყე დამალვა ამ ყველაფრისა, უფრო მხდალი და მშიშარა გავხდი."

ამ ინციდენტის შემდეგ დემიმ ყველა დაარწმუნა, რომ კარგად იყო და გადაწყვიტა მთლიანად თავისი ენერგია გადაეტანა ახალ სერიალზე Sonny With A Chance და ყველაფერი დაევიწყებინა. ძალიან მალე ფილმი Camp Rock 2 გახდა წლის მეორე ყველაზე დიდ-შემოსავლიანი ფილმი მსოფლიოში, ხოლო დემის ალბომი დიდი ხანი პირველ ადგილს არ სცდებოდა გაყიდვებში. გასულ ზაფხულს კი მან დაიწყო ტური ძმებ ჯონასებთან ერთად. უფრო მეტი, მან თინეიჯერების გულთამპყრობელთან, ჯო ჯონასთან დაიწყო შეხვედრა. მისი 6 მილიონი ფანი ფეისბუქზე მის ცხოვრებას აკვირდებოდნენ და თითქონს მისი ცხოვრებაც იდეალური გახდა.

მაგრამ ეს ასე არ იყო, ბავშვობის დროინდელი ტრავმები არ შუშდებოდა, დემი ისევ შეძრწუნებული იყო საკუთარი გარეგნობით და თავს ზიანს ისევ აყენებდა."

დ: "დედაჩემს უკვე საშინლად ეშინოდა ჩემთან ყოველ დილით, ოთახში შემოსვლა, რადგან არ იცოდა იქ რა დახვდებოდა. ყველაფერი უკვე ძალიან სერიოზული იყო."

"ტურის მიმდინარეობისას მისი და ჯო ჯოასის ურთიერთობა დასრულდა. მაგრამ სცენისა და სიმღერის სიყვარული რომელიც ორივეს ჰქონდა არ დასრულებულა, ამიტომ ისინი ტურს აგრძელებდნენ.

წლობით დაგროვილი საკუთარი თავის წამება მის ჯანმრთელობაზე აისახა. "

დ: "მშიერი მუცლით სცენაზე გასვლა ხმას მაკარგვინებდა, ყოველდღიური შიმშილი მასუსტებდა და ემოციურად ისე ძალიან ვიყავი გადატვირთული, რომ ეს ყველაფერი იმ ადამიანს დავატეხე თავს, რომელიც ჩემთვის ბევრს ნიშნავდა."

"დემი ფიზიკურად გაუსწორდა თავის მეგობარსა და მოცეკვავეს, ალექს უეელჩს. მისი დალურჯებები ამ ფოტოზე კარგად ჩანს."

დ: "მე ჩემ თავზე ვიღებ 100% ვალდებულებას, რადგან ეს ჩემი ბრალი იყო, და როდესაც აზრზე მოვედი და გავაცნობიერე თუ რა გავაკეთე, თავი საშინლად ვიგრძენი."

"მაშინ დემის მენეჯმენტმა და ოჯახმა გადაწყვეტილება მიიღეს."

დ: "ჩემებმა დამსვევს და მითხრეს, რომ ასე ცხოვრება არ შეიძლებოდა, რომ მე დახმარება მჭირდებოდა და მე მათ დავეთანხმე"

"მაშინ დემიმ დატოვა ტური და გაემგზავრა სამკურნალო ცენტრში, ის განკუთვნილია ქალებისთვის, რომლებიც მიდრეკილნი არიან დაიზიანონ თავი ან ფსიქიკური პრობლემები აწუხებთ.იქ დემიმს კიდევ ერთი საშინელი დიაგნოზი დაუსვეს. ეს დემისთვის ნამდვილი შოკი აღმოჩნდა, მას უთხრეს, რომ იგი ბიპოლარი იყო. ამაზე დემიმ პირველად სწორედ ამ ინტერვიუში ისაუბრა." (ჩემი შენიშვნა: ასეთ ადამიანს ემართება საშინელი დეპრესიები, გაორება.)

დ: "მანამდე არაფერი ვიცოდი,სწორედ ცენტრში გავიგე, რომ ბიპოლარული ვიყავი. და ახლა როდესაც ვიხსენებ, რომ 7 წლიდან დავიწყე თავის მოკვლაზე ფიქრი, ვხვდები, რომ ეს დიაგნოზი ნამდვილია.ხშირად მიფიქრია რაღაცაზე, რომ გამოვიდოდა მე ამას შევძლებდი, მაგრამ ბოლოს როდესაც იმედი გამცრუებია მაშინ დეპრესია იმატებდა და სიკვდილის სურვილიც მიჩნდებოდა."

"სამი თვე საავადმყოფოში ყოფნის შემდეგ დემიმ ახალი ცხოვრება დაიწყო!"

დ: "ამის შემდეგ, როგორც იქნა ჩემ თავზე ფიქრიც დავიწე, მივხვდი რომ არ შეიძლება თავი უარყო! ჩემ გრძნობებზე დავფიქრდი და აღარ ვდარდობ სხვა რას იტყვის ჩემზე."

"ახლა დემი თავს ბედნიერად გრძნობს და ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ იარები მკლავზე რჩება, ახლა მათ სიტყვები ფარავს, ის სიტყვები, რომლებსაც დემი გრძნობს. მისი ახალი ტატუ მაჯებზე, რომელიც ამბობს იყავი ძლიერი (Stay Strong) "

დ: "ეს ტატუ ამბობს იყავი ძლიერი"

ი: "ისე გაწერია, რომ შენ დაინახო"

დ: "კი ასე სპეციალურადაა, რადგან ყოველთვის, როცა რაღაცას ვაკეთებ, ვიცვამ, მაკიაჟს ვიკეთებ, წარწერა დავინახო"

"დემი ლოვატო მუშაობს მესამე ალბომზე, რომელიც Hollywood Records-ს და დისნეის, ჩვენ მეგობარ კომპანიას ეკუთვნის."

ახალი ალბომი 29 მაისს გამოვა, ახალი სიმღერა კი მაისის შუა რიცხვებში

კატეგორია: News - სიახლეები | ნანახია: 692 | დაამატა: ani_ani | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

Copyright MyCorp © 2024
Free web hosting - uCoz