დავამზადოთ პასაკა და აღდგომა ამერიკაში - 22 აპრილში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » აპრილი » 22 » დავამზადოთ პასაკა და აღდგომა ამერიკაში
2:48 PM
დავამზადოთ პასაკა და აღდგომა ამერიკაში

1)სააღდგომო პასკის მომზადების წესი:

საფუარი გავხნათ 250 მლ თბილ რძეში, დავუმატოთ 2ს/კ შაქარი, ნახევარი კილოგრამი ფქვილი, კარგად შევფუთოთ და დავდოთ თბილ ადგილზე (მასამ 2-ჯერ უნდა მოიმატოს).

ცალკე მოვამზადოთ 4 კვერცხის და დარჩენილი შაქრის გოგლი-მოგლი, დავამატოთ დარჩენილ რძეში გახსნილი კარაქი, სანელებლები, ზეთი, ქიშმიში და ამოსული საფუარის მასა.

ნელ-ნელა შევაზილოთ დარჩენილი ფქვილი და დიდხანს ვზილოთ, დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში (ცომი ხელს არ უნდა ეკრობოდეს).

მოზელილი ცომი გადავიტანოთ დიდ ჭურჭელში, რადგან გაფუების შემდეგ მისი მოცულობა საგრძნობლად მატულობს.

3-4 ჩაზელის შემდეგ ცომი წინასწარ მომზადებულ ფორმებში გადავიტანოთ, რომელსაც ზეთი უნდა წავუსვათ და მანანის ბურღული მოვაყაროთ (რომ არ მიიკრას).

ფორმები ცომით 1/4 –ზე შევავსოთ, ცოტა ხანს კიდევ გავაჩეროთ, თავზე რძეში გახსნილი კვერცხის გულის ნაზავი წავუსვათ და შევდგათ გახურებულ ჰაერღუმელში, გამოვაცხოთ დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში საშუალო სიმხურვალეზე. (დიდი ზომის პასკას გამოსაცხობად 1 საათამდე სჭირდება).

ღუმელი კი ცხობის დასრულებამდე არ გამოაღოთ, რომ პასკა არ ჩავარდეს.

მზა პასკა ფორმებიდან ფრთხილად ამოვაწყოთ, გადავაფაროთ ტილოს ნაჭერი.

გაგრილების შემდეგ თავზე შაქრის პუდრი მოვაყაროთ.


2)როგორ ხვდებიან აღდგომას ამერიკაში.

აღდგომის კვირას ამერიკული ოჯახები აუცილებლად მიდიან ეკლესიაში, სადაც ტარდება სააღდგომო მსახურება.

ტრადიციული ამერიკული სააღდგომო სადილი შედგება: ლორი ანანასითა და კარტოფილით, ხილის და ბოსტნეულის სალათით.

ბავშვები იღებენ საჩუქრებს ”სააღდგომო კურდღლისგან”, რომელიც სავსეა მრავალფეროვანი კვერცხებით, შოკოლადებით და კანფეტებით.

ამერიკაში მეტად პოპულარულია სააღდგომო თამაში: კვერცხების დაგორება დახრილ გაზონზე. ბავშვები ეჯიბრებიან ვინ უფრო შორს და შეუჩერებლად გააგორებს კვერცხს.

ყველაზე დიდი შეჯიბრება იმართება ვაშინგტონში თეთრი სახლის მახლობლად გაზონზე. ასეულობით ბავშვი მოდის კვერცხებით სავსე კალათით და აგორებენ მათ მდელოზე პრეზიდენტის სასახლის მახლობლად.
კატეგორია: სხვა | ნანახია: 830 | დაამატა: -LiiiZz | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

Copyright MyCorp © 2024
Free web hosting - uCoz