დენიელ რედკლიფი ყველაზე მდიდარი ახალგაზრდა ბრიტანელია The Daily Mail-ის ცნობით, დენიელ რედკლიფი 30 წლამდე ყველაზე მდიდარი ბრიტანელია.
გამომცემლობის ინფორმაციით, მსახიობის ბიუჯეტი 46 მილიონ ფუნტ სტერლინგზე მეტია.
მსახიობი ჯერ 21 წლისაა. მეორე ადგილს მსახიობი კირა ნაითლი იკავებს. 25 წლამდე მისი
ბიუჯეტი შეადგენდა 30.1 მილიონ ფუნტ სტერლინგს. მესამე ადგილი ემა უოტსონმა დაიკავა.
იგი 20 წლისაა და მისი შემოსავალია 20.6 მილიონი ფუნტი სტერლინგი. მეოთხე ადგილზეა
ფილმ 'ჰარი პოტერი'-ს მსახიობი რუპერტ გრინტი. იგი 22 წლისაა და მისი ბიუჯეტი შეადგენს
19 მილიონს. მეხუთე ადგილზე ფილმ 'ბინდი'-ს ვარსკვლავი რობერტ პატისონია. 24 წლისთვის მისი შემოსავალი
18.4 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს.