Coca-Cola - 27 აპრილში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » აპრილი » 27 » Coca-Cola
8:50 PM
Coca-Cola

1985 წელს, მას შემდეგ რაც კოკა-კოლას დაბადებიდან თითქმის მთელი საუკუნე გავიდა, კოკა-კოლას ხელმძღვანელობამ დაუშვა შეცდომა, რომელიც მომავალში უამრავ სახელმძღვანელოში შევიდა, გახდა უამრავი განხილვის საგანი, მის გარშემო შეიქმნა ბევრი თეორია, მოკლედ გახდა შესანიშნავი მაგალითი, თუ როგორ არ უნდა მოექცე საკუთარ პროდუქტს.

ამ მცდარი გადაწყვეტილების შემდგომ, კოკა-კოლას აბონენტთა მომსახურების ხაზი უბრალოდ დაიბომბა სატელეფონო ზარებით, ხალხი ამბობდა რომ გადადიოდა პეპსის სმაზე, მოუწოდებდა კომპანიას შეეცვალა გადაწყვეტილება, გარდა მომხმარებელთა უარყოფითი ზარებისა კოკა-კოლამ მიიღო უამრავი უკმაყოფილების წერილი საკუთარ მისამართით.

მოდით გავყვეთ ისტორიას და ვნახოთ, რა მოხდა სინამდვილეში და რაც ყველაზე მთავარია – რა დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ სხვების შეცდომებიდან.

1985 წელი იდგა და პეპსი სულ უფრო იკრებდა ძალას, იმავდროულად პარავდა კოკა-კოლას ბაზრის წილს, ამ უკანასკნელის გაყიდვები სულ უფრო ვარდებოდა, გემოს შედარებისას უმეტესობა მომხმარებლისა აღიარებდა რომ პეპსი უფრო მოსწონდა, რადგან მას უფრო მოტკბო და უცნაურად რბილი გემო ჰქონდა. რაღაც ცვლილება აუცილებელი იყო, ასე ფიქრობდა კოკა-კოლას იმ დროინდელი ხელმძღვანელობა.

როგორც ნიუ-იორკ თაიმსი წერს, კოკა-კოლას კვლევის და განვითარების ჯგუფმა ახალი ფორმულა მიიღო დიეტური კოკა-კოლას კვლევის პროცესში, ახალი ფორმულა უფრო მოტკბო გემოსი გახლდათ, ხოლო ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო რომ მომხმარებელი ახალ ფორმულას ამჯობინებდა ძველს. გადაწყდა ახალი ფორმულის ჩაშვება და ძველის მთლიანად ამოღება ბაზრიდან, ყველაფერი საიდუმლოდ დაიგეგმა, სიახლის შესახებ არ იცოდნენ თვითონ ჩამომსხმელებმაც და კოკა-კოლას პერსონალმაც კი, დაიწყო სრული რებრენდინგი და სარეკლამო რგოლების მომზადება, მსახიობებმა, რომლებიც რეკლამებში მონაწილეობდნენ არ იცოდნენ რომ ახალ ფორმულას უწევდნენ რეკლამას და პრესკონფერენციაზე გაცხადებულ ახალ ამბავს ყველა კარგად შეხვდა, მათ შორის დისტრიბუტორები, მათთვის ყველაზე კარგად იყო ცნობილი კოკა-კოლის გაყიდვების შემცირების შესახებ.

ახალ ამბავს ყველა კარგად შეხვდა, მაგრამ სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა, რამოდენიმე დღეში უკმაყოფილო მომხმარებელმა კომპანიაში რეკვა დაიწყო, ისინი ითხოვდნენ ძველი ფორმულის დაბრუნებას, ბევრი ამბობდა რომ ”თითქოს ძველი მეგობარი დაკარგეს”, კოკა-კოლას სატელეფონო ხაზი დღეში ათასამდე ასეთ ზარს იღებდა, ხოლო მათი საფოსტო ყუთი გატენილი იყო უკმაყოფილო კლიენტების წერილებით, რამოდენიმე დღეში კომპანიის ხაზზე დღეში ექვსი ათასი უკმაყოფილო კლიენტი რეკავდა, ამასობაში პეპსი გამარჯვებას ზეიმობდა, თან რათქმაუნდა ცეცხლზე ნავთი დაასხა და დაიწყო PR აქცია, რომლის მთავარი მესიჯი იყო ”კოკა-კოლა მიხვდა, რომ მის სასმელს ცუდი გემო აქვს და ამიტომ ცვლის” რათქმაუნდა თან დაურთო სატელევიზიო რეკლამაც, სადაც მოხუცი კაცი ამბობდა ”მათ ჩემი კოლა მოკლეს”…

და აი მას მერე, რაც 40 000 უკმაყოფილების წერილი დაუგროვდათ, ანუ 77 დღის მერე – კოკა-კოლამ დააბრუნა ძველი ფორმულა, ნიშნულით Coca-Cola Classic და რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, გაყიდვებმა მიაღწიეს პიკს და დაამყარეს ბოლო 12 წლის გაყიდვების რეკორდი, ხალხი ძველ ფორმულას მიესია სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ცხადია მას მერე ბევრი ითქვა იმაზე, რომ ამ საქციელით კოკა-კოლამ უბრალოდ თავი გადაირჩინა და არანაირი შეცდომა არ ყოფილა, თუმცა კომპანიის მმართველმა ასე უპასუხა ამ პრეტენზიას: ”ჩვენ არც ამდენად სულელები ვართ და არც ამდენად ჭკვიანები”.


რა დასკვნები შეიძლება გავაკეთოთ ჩვენ?

1.ცვლილება არ შეიძლება მოახდინო – მხოლოდ ცვლილების გამო! – კოკა-კოლას მთავარი პრობლემა გახდა ის, რომ მათ მთლიანად გააქრეს ბაზრიდან ძველი პროდუქტი, გადასვლა – თუკი ის საერთოდ მოხდებოდა, უნდა ყოფილიყო ნელი და დროში გაწელილი, რადგან პროდუქტის მიმართ ლოიალობა არ ქრება ერთიანად, ამას კარგად იყენებს მაიკროსოფტი და სხვა კომპანიები, ახალი პროდუქტის შემოტანისას წლების მანძილზე გრძელდება წინა პროდუქტების მხარდაჭერა, წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა მაიკროსოფტს უეცრად რომ გაექრო Windows XP და აეძულებინა მომხმარებელი გადასულიყო Windows Vista ზე.
2.ნუ შეგეშინდება უკან დაბრუნების – კოკა-კოლას რომ არ დაებრუნებინა ძველი ფორმულა, ექსპერტების აზრით, ახლა უკვე პეპსი იქნებოდა ბაზარზე დომინანტი.
3.მარკეტინგული კვლევა – სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის რეალური აღმოჩნდება ბაზარზე პროდუქტის გამოსვლისას.

კატეგორია: სასაცი.. / საინ.. | ნანახია: 697 | დაამატა: AnnE | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

Copyright MyCorp © 2024
Free web hosting - uCoz