ჩემი ტასიკო (Part 1) - 8 სექტემბერში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » სექტემბერი » 8 » ჩემი ტასიკო (Part 1)
1:50 PM
ჩემი ტასიკო (Part 1)
ისსაა... შენ ხარ ჩემი პირველი დღიური... ყველას ქონდა დღიური და მეც მომინდა : ) ჰო ... ალბათ ცოტა დაბნეული ვარ, პირველად ვწერ დღიურში. მოკლედ ჩემო დღიურო, მე მქვია ნათია, ვარ 14 წლის თინეიჯერი, ვარ მხიარული, მართლა ოღონდ, კლასში ყველას უხარია ჩემი დანახვა, მეც ეს ძალიან მსიამოვნებს, როცა ადამიანი მოწყენილია ვცდილობ გავახალისო, და მგონი გამომდის კიდეც : ) ჰო, რაც შეეხება შენ ჩემო დღიურო, ტასიკოს დაგარქმევ, საყვარელი სახელია მგონი და კარგი იქნება : ) მაშ ასე ჩემო ტასიკო დავიწყებ ჩემი სიცოცხლის დღეების აღწერას : )

14.07.2011 

გავიღვიძე, თვალები მოვიფშვნიტე და საათს შევხედე 12-ის 5 წუთი იყო, ავდექი, მივფორთხიალდი სარკესთან და შევაშტერდი ჩემს სიფათს, ჯერ კიდევ მეძინა :დ გავიხადე საღამურები, გამოვაღე შკაფი და აი ასე ჩავიცვი:


თმაც გაშლილი მქონდა, (ჩანთა არ მეჭირა) ის იყო კიბეებიდან ჩამოვდიოდი რო დედაჩემის ღრიალმა დამასტოპა
- დროზე საჭმელი ჭამე!
- აუ არ მშია!
- შენს ხასიათზე არა ვარ!
ძლივს ძლივობით ვითოხლავე, ჭიშკარი გავაღე და ლიზის ჭიშკარს მივადექი, უი ხო სულ დამავიწყდა ტასიკ, ამჟამად სოფელში ვარ, ლიზი კი ჩემი ბავშვობის დროინდელი მეგობარია, თითქმის საუკეთესო მეგობარიაა :დ ერთხელ დავიძახე: - ლიზი! და იმ წუთშივე გამოვარდა, პადრუჩკა გამომყო და მითხრა:
- ბავშვები შევკრიბოთ და დავაბირჟაოთ
იმ წუთშივე თვალები გამიბრწყინდა, და იცი რატომ? იმ ბავშვებში ისიც ითვლებოდა, აი ის ჩემი მზეცრომაა და მთვარეც, დღეს იმის იმედით გავიღვიძე რომ ლუკა მიყვარხარ-ს მეტყოდა... ისე ვატყობ რაღაცნაირად რომ მოვწონვარ... : ) ეს ყველაფერი ლიზიმ იცოდა, და უნდოდა ხელი შეეწყო ჩემსა და ლუკას ურთიერთობაში, რომ წინ წასულიყო... წავედით შევკრიბეთ ბავშვები: მარი, მაკა, გოჩა, ლელა და ლუკა ♥  ბავშვებმა ჩემი სკამისკენ აიღეს გეზი, მივედით და დავჯექით, მარიმ წამოიყვირა: 
- მოდით, ბრისლი მიაუ ვითამაშოთ!
- კაი (დავეთანხმეთ ჩვენც)
- მოდით, დედა მე ვიქნები! (წამოვიყვირე უცბად)
- კარგი! (დამეთანხმნენ)
- ვინ იხუჭება? (გავეცეცე თვალები)
- მე დავიხუჭები (წამოიყვირა ლუკამ)
ისე გამიბრწყინდა თვალებიიი : )))
მოვიდა ზურგით დამიდგა, მეც ავაფარე ხელი თვალებზე, ისეთი თბილი ჰქონდა... 
- ბრისლი მიაუ
- ბრის
- ბრისლი მიაუ
- ბრის
- ბრისლი მიაუ
- ბრის
- ბრისლი მიაუ
- მიაუ
(ჩემზე მოხვდა)
- წითელი, ყვითელი, შავი
- წითელი
ლუკამ თვალები გაახილა და იკითხა:
- ვინ იყო? 
- მე (ამოვილუღლუღე)
ლუკა დაუფიქრებლად მომვარდა და მაკოცა : || თქვენ არ იცით რა გრძნობა იყო ♥ ისე გამიხარდა რომ სიხარულისგან ღრუბლებში დავფრინავდი... უცებ დასცხო წვიმამ, ყველა თავიანთ სახლებში შევარდა, მე და ლუკა კი დავრჩით მარტონი, ერთმანეთს ვუყურებდით და ვიღიმოდით...

სიჩუმე ლუკამ დაარღვია:
- ისე, შეყვრებული არ გყავს?
- არა, მე ვინ შემიყვარებს
- იქნებ ვინმეს უყვარხარ და არ იცი?
- არა მგონია, ჩემნაირი უშნო ვინმემ შეიყვაროს...
- რატო გგონია შენი თავი უშნო? მშვენიერი გოგო ხარ...
- მადლობ, იცი, ეგ სიტყვები არცერთ ბიჭს არ უთქვია ჩემთვის...
- დავიჯერო, ადრეც არ გყავდა არცერთი შეყვარებული?
- არ გჯერა?
- არა მჯერა მაგრამ... მაინც ...
- ისე შენ არ გყავს შეყვარებული?
- კი მყავს
ამის გაგონება და ჩემი ადგილზევე გაყინვა ერთი იყო, ისე მეტკინა გული რომ მეგონა ეხლა მიწა გასკდებოდა და შიგნით ჩავვარდებოდი...
- ლამაზი გოგოა?
- კი
- თვითონ უყვარხარ?
- არ ვიცი...
- ხშირად ნახულობ ხოლმე?
- არც ისე, ზაფხულობით...
- ძალიან კარგი, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ
და გაბრაზებული გამოვვარდი, როცა ჭიშკარს ვაღებდი ჩუმად შემომესმა:
- ნახვამდის...
ნაწყენი და საწყალი ხმით...
ცოტა გამიკვირდა მაგრამ აღარ დავაყოვნე შევვარდი ჩემს ოთახში წამოვწექი და ვფიქრობდი, არ მიტირია, უბრალოდ ჩემს გულს საშინელი ნემსები ერჭვობოდა რომელიც ლუკას გამო იყო... ძალიან მეწყინა.. ვერ ვხვდები რომელი გოგო შეიძლებოდა ყოფილიყო ეს, ამ ფიქრებში კი მთელი ღამე გავათენე...


კატეგორია: BooK ★ | ნანახია: 814 | დაამატა: Tasiko-JB | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 8
8 - ავტორი: Tasiko-JB
(მასალა) თარიღი: (2011-09-08 4:24 PM)




0



პასუხი
vaime bavshvebo namdvilad ar velodi aset reaqcias : )) dzaan didi madloba bavshvebooo aucileblad gavagrdzeleeb : **