ჩანაწერი ჩემი დღიურიდან - 23 ნოემბერში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 23 » ჩანაწერი ჩემი დღიურიდან
9:12 PM
ჩანაწერი ჩემი დღიურიდან
ნახეე,ხედავ? ამ ღამეს როგორი მოჭედილი არის ცა ამ ლამაზი ვარსკვლავებით? ღმერთო რა სილამაზეა )) ამ სილამაზეს რამდენი ხანი ვიყავი მოკლებული და ეხლა ერთიანად ამინაზღაურდა.ჰმ !! იქნებ იცოდა კიდეც ვინმემ,რომ დღეს მეც ავიხედავდი ჩემი ცისაკენ და დაგეგმილად მოაწყო ასე? არა ! რა სულელი ვარ,ხანდახან ჩემს თავზეც კი მეცინება,ასეთ რამეს რომ გავიფიქრებ ხოლმე.როგორ შეეძლო ვინმეს ამის გაკეთება ))) არა,არა მართლა რა ლამაზია ეს სამყარო )) კიდევ არ მჯერა,რომ ეხლა აქ,ჩემს აივანზე ვდგავარ და ამ მოციმციმე ვარსკვლავების მაყურებელი ვარ ,რომელიც დიდიხანია ჩემს თვალთახედვას აკლდა. აი ნახე,ის ვარსკვლავი,ყველაზე დიდი,აი ის არის ჩემი ვარსკვლავი,ჩემი და ჩემი ოცნებების,მარტო ჩვენი )) 
ამ ფიქრებში გართულს მომინდა ჩემს ვარსკვლავს გავსაუბრებოდი და მადლიერება და სიხარული გამომეხატა.გამომეხატა ისეთი სიხარული,რომელიც დიდიხანია არ გამომიხატავს,ან ბოლოს როდის გამოვხატე არც მახსოვს.და მადლიერება იმისათვის ,რომ მე და ჩემს ოცნებებს ეს სიხარული მოგვანიჭა,კიდევ ბედნიერად გაგვაცინა,გაგვაღიმა და აგვამღერა.... 
ლინდა ! მოდი ასე მოგმართავ,ეს სახელი ხომ ისეთივე მნიშვნელოვანია ჩემთვის ,როგორიც შენ ხარ,ამიტომ ამიერიდან შენ ამ სახელის მატარებელი იქნები !! ლინდა იცი რა ცუდი და საშინელი გრძნობაა ეს მონატრება? იცი რა ცუდია? როცა გენატრება შენი საყვარელი ადამიანები,იცი რომ ეხლა ერთად არიან,მაგრამ შენს გარეშე და შენს სადღეგრძელოს სვამენ? იცი რას განიცდი ამ დროს? ჰმ ....თუმცა შენ რა იცი ამის შესახებ ,თუ კი ?? ვცდები? იქნებ შენც გაქვს ეს გრძნობა გამოცდილი? რა ცუდია,რომ არ შეგიძლია მიპასუხო,მე კი იმის თქმა შემიძლია,რომ მე ყოველივე ეს გამოცდილი მაქვს,იცი? ღამით რამდენჯერ ტირილში ჩავუძინებივარ ამ გრძნობას ? მაგრამ არა ! ცხოვრებაში ადამიანმა ყველაფერი უნდა გამოცადოს და გადაიტანოს,ამიტომ მე ხომ უმადურობა არ მჩვევია?! მე იმის მადლობელი ვარ,რომ ეხლა აქ ვარ,შენ გიმზერ და ჩემს ფიქრებსა და განცდებს გიზიარებ.მადლობელი ვარ ჩემო ლინდა ამ ყველაფრისათვის,ახლა კი მგონი დრო არის დასაძინებლად წავიდე,ახლა ხომ უკვე შემიძლია,ჩემს ოთახში,ჩემს საწოლზე მყოფ ბალიშებს ჩავეხუტო და გემრიელად დავიძინო ))) 
-- საყვარელო,ადექი,სკოლაში წასვლის დროა,ნახე გარეთ როგორი კარგი ამინდია... -- რაა?როგორ თუ ავდგე,მე ხომ ახლა დავწექი,თან მემგონი ახლა არანაირი სკოლა არ არის. ეს ვთქვი და კვლავ ძილი გავაგრძელე.მაგრამ (( სულ მალე ჩემმა მაღვიძამრამაც დარეკა,ახლა კი ყველაფერს მივხვდი,ყველაფერი გავაცნობიერე და ისევ იმ სამყაროს დავუბრუნდი.ღმერთო ჩემო...ეს ხომ მხოლოდ სიზამრი იყო.სიზმარი და მეტი არაფერი.....რამდენადაც არ უნდა გამჭირვებოდა ამის გააზრება,მაინც უნდა ავმდგარიყავი და რეალურ სამყაროს დავბრუნებოდი.მეც ავდექი,ჩავიცვი,გავემზადე და ისევ იმ სკოლის გზას გავუყევი,რომელსაც ამდენი ხანია მივყვები......
კატეგორია: სასაცი.. / საინ.. | ნანახია: 718 | დაამატა: FenTy | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

Copyright MyCorp © 2024
Free web hosting - uCoz