britney spears news... - 26 ივნისში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » ივნისი » 26 » britney spears news...
9:12 PM
britney spears news...
1.ბრიტნი სპირსი ახალ რემიქსს Ke$ha და ნიკი მინაჟთან ერთად


წერსბრიტნი სპირსმა ახალი ჰიტის „Till The World Ends" რემიქსი Ke$ha და ნიკი მინაჟთან ერთად ჩაწერა.
რიანასთან ერთად ჩაწერილი ჰიტის „S&M" რემიქსი, მას ამ იდეის განხორციელებაში დაეხმარა. არჩევანი მომღერალმა პოპულარულ სიმღერაზე „Till The World Ends" შეაჩერა, რომელზეც ბრიტნიმ სულ ცოტა ხნის წინ აპოკალიფსური ვიდეო წარმოადგინა.
აუდიო ჩანაწერში ბრიტნის დაეხმარნენ Ke$ha და ნიკი მინაჟი. აღსანიშნავია, რომ კეშა ამ კომპოზიციის თანაავტორია, ნიკი მინაჟი კი ბრიტნის საზაფხულო ტურნეში მიიღებს მონაწილეობას.
2.ბრიტნიმ სელენა გომესის ალბომისთვის 3 კომპოზიცია შექმნა
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრიტნიმ ჯასტინ ბიბერის მეგობრის ალბომისთვის ერთი სიმღერა შექმნა.
თუმცა, ცნობილი გახდა, რომ სიმღერა „Whiplash", რომელიც ბრიტნიმ დაწერა სელენა გომესის ახალი ნამუშევრისთვისაა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მომღერლის კიდევ ორი ნამუშევარი შევა სელენას ფირფიტაში.

მუსიკალური პროდიუსერი დოქტორი ლუკი და მენეჯერი კევინ რუდლოფი ადასტურ
ებენ გავრცელებულ ინფორმაციას.

„სიმღერის ტექსტი ნარკოტიკივითაა... თრექი უბრალო, რიტმული და ძალიან სექსუალურია" - აცხადებს კევინი.


შეგახსენებთ, რომ ბრიტნი სპირსის ახალ ალბომში „Femme Fatale", თავად მომღერალმა მხოლოდ ბონუს-თრექი დაწერა იაპონიისთვის...

3. ბრიტნი სპირსი: justin bieber araCveulebrivia

ცოტა ხნის წინ ბრიტნი სპირსმა ინტერვიუ მისცა ჟურნალს „Harper's Bazaar", სადაც ხშირად ახსენებდა, ჯასტინ ბიბერს... 29 წლის მომღერალი ნოსტალგიურად იხსნებს დროს, როდესაც 17 წლის იყო... იმ წლებს, როდესაც ისევე ახალგაზრდა იყო, როგორც ბიბერი... ისეთივ
ე ამბიციები ჰქონდა, როგორც მას...

„ვფიქრობ ის არაჩვეულებრივია!
ამ დღებში ვნახე მისი ფილმი „არასოდეს თქვა არაოსდეს" და მივხვდი რომ ის ძალიან ნიჭიერია. მას ვთვლი დიდ ადამიანად!" წერს ბრიტნი...

ამჟამად მომღერალს ცხოვრებაში ახალი პერიოდი აქვს... მისი მეშვიდე ალბომი პლატინის დისკის სტატუსს ფლობს კანადაში; დიდ ბრიტანეთში , საფრანგეთში, მექსიკაში, ჩეხეთში, ბრაზილიაში, კორეაში და სინგაპურში კი ოქროს სტატუსი აქვს.

4. რიანამ და ბრიტნი სპირსმა BILLBOARD-ის შოუ გახსნეს

რიანამ და ბრიტნი სპირსმა Billboard Music Awards-ის ცერემონიალი სადღესასწაულოდ გახსნეს. მომღერლებმა შეასრულეს ერთობლივი
თრექი „S&M". ეს გამოსვლა საინტერესოა, რადგან სპირსი უკვე დიდი ხანია არ გამოსულა დაჯილდოებებზე და დუეტებიც არც ისე ბევრი აქვს.

გამოსვლას, ისევე როგორც სიმ
ღერას სექსუალური ქვეტექსტი აქვს. ბრიტნი და რიანა სექსუალურ ტყავის კოსტუმებში იყვნენ გამოწყობილები, ხელები კი ჯაჭვებით ქონდათ გადაბმული... გამოსვლის ბოლოს მსმენელი ფეხზე დამდგარი უკრავდა ტაშს...
5. რიანას და ბრიტნი სპირსის სკანდალური კოცნა


Billboard Movie Awards-ის დაჯილდოების ცერემონიალის დასასრულს რიანას და ბრიტნი სპირსის გამოსვლა სკანდალური აღმოჩნდა. დუეტის „S&M" შესრულების ბოლოს მომღერლებმა ტუჩებში აკოცეს ერთმანეთს... უნდა აღინიშნოს, რომ სპირსს პირველად არ უკოცნია გოგონასთვის, სწორედ იგივე გაიმეორა მან 2003 წელს მადონასთან...
ცერემონიალი ამერიკაში დღისით გადაიცემოდა, რაც მშობლების აღშფოთების მიზეზად იქცა.

მშობლები განიცდიან და აცხადებენ, რომ ასეთი მოქმედებები მოქმედებს მათი შვილების ფსიქიკაზე
. აღსანიშნავია, რომ შოუზე გრძნონებების დამალვა ჯასტინ ბიბერს და სელენა გომესსაც არ უცდიათ.
6. ჯასტინი ბრიტნის იცავს


ჯასტინ ტიმბერლეიკმა, რომლის ყოფილი შეყვარებული ბრიტნი სპირსი იყო, აცხადებს, რომ უკვე 10 წელია აღარ ურთიერთობს მასთან, თუმცა მისთვის სულ ერთი არ არის, როდესაც ბრიტნის ინტერნეტის სიბინძურეში ახვევენ. ბოლო ჟამს კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა ბრიტნის ცეკვა... მომღერლის ქორეოგრაფია აშკარად განსხ
ვავდება ძველი ჩანაწერებისგან.

„ინტერნეტი მკაცრია. უამრავი სიბინძურეა აქ. ცოტა რამ შემიძლია ვთქვა სიტუაციის შესახებ. ვერც კი გავიხსენებ ბოლოს როდის ვესაუბრე ბრიტნის. მაგრამ ის რაც ხდება ონლაინში - ანონიმური კომენტარები, ძალ
იან მაწუხებს. ადამიანებს ჰგონიათ, რომ მათ შუძლიათ ყველაფერი თქვან და ეს არაფერს ნიშნავს სხვა ადამიანებისთვის. სიამოვნებით ვნახავდი როგორ ეტყოდა ეს ხალხი ბრიტნის ყველაფერ ამას პირისპირ - ისინი ამას ვერ შეძლებენ. მე ჩავრთე ჩემი 2003 წლის ვიდეო და მივხვდი, რომ მეც ვეღარ ვცეკვავ ისე, როგორც ადრე!" - განუცხადა ინტერნეტ-ჟურნალს Playboy ჯასტინ ტიმბერლეიკმა.

7. KE$HA -ს ბრიტნი სპირსის ტურნეში სურს მონაწილეობა 


კეშა აცხადებს, რომ სიამოვნებით შეუერთდებოდა პოპ-მუსიკის პრინცესას საგასტროლე ტურნეს.

მომღე
რლებმა ცოტა ხნის წინ ერთობლივი ძალებით გააკეთეს რემიქსი „Till The World Ends".
„ნამდვილად ვფიქრობ, რომ ერთად სიმღერას შევძლებთ. ვიცნობ ხალხს, რომელთაც უკვე ნახეს ბრიტნის ახალი შოუ. ისინი ერთხმად აღიარებენ, რომ ძალიან მაგარი კონცერტებია. ვერ ვითმენ და მსურს ყველაფერი ჩემი თვალებით ვნახო" - აცხადებს მომღერალი.
კატეგორია: ვარსკლავები ★ | ნანახია: 728 | დაამატა: marey | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

Copyright MyCorp © 2024
Free web hosting - uCoz