„I Wanna Go" ბრიტნი სპირსის ალბომის „Femme Fatale" ახალი სინგლია და მომღერალი გვპირდება, რომ მას მეგაჰიტად აქცევს. ცოტა ხნის წინ ბრიტნიმ განაცხადა, რომ ბოლივუდის სუპერვარსკვლავთან, სონუ ნიგამთან (Sonu Nigam) ერთად სიმღერის სპეციალურ ვერსიას ჩაწერს. ნეპალში და ინდოეთში მისი გაყიდული ალბომების ასლები მილიონებს ითვლის. შგახსენებთ, რომ ბრიტნი პირველად არ გამოხატავს დაინტერესებას ინდური მუსიკისადმი - 2003 წელს მის ალბომში „in The Zone" გაჩნდა თრექის „Me Against Music" ინდური რემიქსი (Indian Remix).
|