ცნობილი რომანტიკული კომედიის "ბრიჯიტ ჯონსის დღიურის" მესამე ნაწილის რეჟისორად პიტერ კატანეო შეარჩიეს.
ფილმის ყოფილმა დამდგმელმა რეჟისორმა, პოლ ფაიგმა, პროექტში მონაწილეობაზე უარი ოქტომბრის დასაწყისში განაცხადა.
ფილმის მესამე ნაწილში მთავარ როლს ისევ ძველი მსახიობები, კოლინ ფერტი, რენე ზელვეგერი და ჰიუ გრანტი შეასრულებენ. სიუჟეტი მთავარი გმირის, ბრიჯიტის ორსულობის გარშემო ვითარდება.
"შემიძლია გამოგიტყდეთ იმაში, რომ მარკსა და ბრიჯიტს ბავშვი არ ეყოლებათ. სწორედ ამ კუთხით განვითარდება ფილმის სიუჟეტი. შემდეგ ბრიჯიტი კიდევ ერთხელ დაუშვებს შეცდომას და დენიელ კრივერს დაუბრუნდება, რომლის როლსაც ჰიუ გრანტი ასრულებს. სწორედ მისგან დაორსულდება. ბოლოს დენიელი მიატოვებს ბრიჯიტს და აბა გამოიცანით, ვინ გამოჩნდება მის გადასარჩენად?" - გაამხილა ფილმის სიუჟეტი მარკის როლის შემსრულებელმა კოლინ ფერტმა.
მესამე ნაწილის რეჟისორი პიტერ კატანეო "მამაკაცების სტრიპტიზის" და"შიშველი დრამერის" გადაღებებში მონაწილეობდა.
"ბრიჯიტ ჯონსის დღიური 3"-ის გადაღებები მომავალ წელს დაიწყება.