[url=http://pix.ge/][/ur] თავი 2 - თქვენც გილოცავთ, ახლავე, შვილო
- ალო . . .
- გამარჯობა სერგი, გილოცავ ახალ წელს.
- გმადლობ, შენც გილოცავ, რომელი ხარ?
- მე შენ არ მიცნობ, უბრალოდ ნათიამ და მარიმ მთხოვეს, შენთვის დამერეკა, თვითონ ვერ რეკავენ, და ახალი წელი მომელოცა და ყოველივე საუკეთესო მესურვა შენთვის, ორივესაგან.
- უი, ძალიან დიდი მადლობა გადაეცი ჩემგან ორივეს, ორივე ძალიან მაგრად მიყვარს, კარგი გოგოები არიან და ჩემგანაც მიულოცე ახალი წელი და ასევე ყოველივე საუკეთესო უსურვე.
- კარგი, ნახვამდის . . .
- ნახვამდის . . .
ნათიამ დაწვრილებით მოუყვა დაქალს სერგის ნათქვამი, მარის გაუხარდა.
- ესე იგი კარგი გოგოები არიანო და ორივე მაგრად მიყვარსო?!
- ჰო.
- კარგია.
- გოგო, ზეგ ხო მოდიხარ გიოსთან, კლასელები ვიკრიბებით?!
- ჰო, რავი, ვნახოთ, სერგი იქნება, ხომ?!
- ჰო, აბა?! გიოს ძმაკაცია და ხომ არ დაგავიწყდა თან ჩვენი კლასელიცაა . . .
- ჰო, არ დამვიწყებია . . .
* * *
- გიო, როგორ ხარ, ძმა?
- კარგად, სერგი, შენ როგორ ხარ?
- მეც კარგად, ბიჭო, ვლოთაობ ეს დღეები. იმ დღეს, ოცდათერთმეტში, 12-საათზე იცი ვინ დამირეკა?
- ვინ?
- ვინ დამირეკა, ეგ არ ვიცი მაგრამ ნათიამ და მარიმ დაარეკინეს ვიღაცას და ახალი წელი მომილოცეს.
- ჰო, ეგენი სულ ასე არიან . . .
- ეგ ჰო, მაგრამ, მგონი, რაღაც ისეთი გადავეცი, რაც არ უნდა გადამეცა.
- რა იყო, რა უთხარი ასეთი?
- ორივე ძალიან კარგი გოგოა და ორივე მაგრად მიყვარს მეთქი . . .
- მერე რა, მაგას მე ყოველდღე ვამბობ.
- შენ შენ ხარ . . .
- რა იყო, სერგი? რაღაც სხვანაირად ლაპარაკობ . . .
- არა, არაფერი, ხვალ მოდიან ეგენი შენთან?
- კი, რა იყო რო? ნათია, ვიცი რომ უეჭველად მოვა, მაგრამ მარი არ ვიცი. …
- რატომ?
- სერგი, შენ რაღაც გჭირს, ვერაფერს გამომაპარებ, ხომ იცი ეგ შენ!
- ჰო რა . . .
- რა ჰო, რა, ბიჭო?!
- არაფერი . . . უბრალოდ ძალიან კარგი გოგოა მარი.
- სერგი ეგ ვიცი, რომ მარი კარგი გოგოა, მაგრამ მოიცა, მოიცა, ვიღაცას გულში ხომ არ ჩაუფრინდა სიყვარულის ბუმბული?!
- მოიცა რა . . .
- რა მოიცა, ფაქტი სახეზეა . . .
**_ წავედით . . .
- ნათია, მე ვერ მოვდივარ . . .
- რატომ?
- ცუდად ვარ!
- რა გჭირს?
- სიცხე მაქვს!
- რატომ? გაცივდი?
- ჰო, ალბათ. გიოს ჩემგან ბოდიში მოუხადე და უთხარი, ცუდად არის-თქო.
- კარგი, საღამოთი გიოსგან დაგირეკავ. ნახვამდის . . .
- მარი, რატომ მოატყუე, დედი? რატომ არ გინდა წასვლა?
- არ ვიცი, არ ვარ რაღაც გუნებაზე და მხიარულობის ხასიათზე.
- შენ და გიოსთან არ წახვიდე?! გამკვირვებია შენი . . .
* * *
გიოსთან სახლში მთელი კლასი შეიკრიბა თითქმის. გიოს ძალიან ეწყინა მარის არ მოსვლა. მთელი საღამო ბავშვები მხიარულობდნენ, ერთადერთი, მთელი საღამოს განმავლობაში სერგი იყო მოწყენილი.მარიც სახლში იჯდა, ხან ტელევიზორს უყურებდა, ხან მაგნიტოფონს უსმენდა. ადგილი ვერ მონახა, სადაც მშვიდად მოკალათდებოდა და ჩაეძინებოდა.
უცებ ტელეფონი აწკრიალდა, თორმეტის ნახევარი იქნებოდა.
- ბატონო! – ყურმილი მარიმ აიღო.
- მარი, როგორ ხარ?
- ნელ-ნელა, რომელი ხარ?
- რაზე ფიქრობდი, სანამ დაგირეკავდი?
- არაფერზე, რომელი ხარ?
ტელეფონი გაითიშა . . .
- სერგი, სად იყავი?!
- იქით, სახლში გადავრეკე . . .
მოიტყუა სერგიმ . . .
* * *
დრო გადიოდა. მეცხრე-მეათე კლასებმა უცებ ჩაიარა. მარის გულში სერგიმ დიდი ადგილი დაიკავა. მარის და სერგის ურთიერთობას ვერავინ ვერაფერს არქმევდა. სერგი გაურკვევლობაში იყო ყოველთვის, მისთვის ბავშვობის ძმაკაცსაც ვერ გაეგო ვერაფერი. მარი ცალმხრივი სიყვარულით იტანჯებოდა, მას ის უფრო ტანჯავდა, რომ ხანდახან ეგონა, რომ სერგისაც უზომოდ უყვარდა იგი, მაგრამ ზოგჯერ ისეთ რაღაცას ჩაიდენდა, რომ მარის ფიქრები თოვლივით მალე დნებოდა . . . მარიმ ბევრჯერ სცადა გიოსთვის გამოეტყუა სერგის შესახებ რაიმე, მაგრამ ამაოდ, გიომაც თითქმის არაფერი იცოდა . . .
* * *
- მარი, როგორ ხარ? სად დაგვეკარგე? ეს კარგი, მეთერთმეტე კლასელი ვარო და სკოლაში არ დავდივარო, მაგრამ ხანდახან მაინც ხომ უნდა გაგვიხსენო?!
- ეჰ, რას იზამ, გიო, ვემზადები, ხომ იცი წელს ვაბარებ და საერთოდ არ მრჩება დრო როცა ვთავისუფლდები, ეგრევე ვიძინებ. სხვა დროს კი სულ ვმეცადინეობ, შენ კი არა, ნათია აღარ მელაპარაკება, სულ დამივიწყეო.
- მერე, შენც ადექი, ერთხელ წიგნები დაივიწყე და ჩვენ გაგვიხსენე. ასე არ ჯობია?!
- შენ გგონია, მთელი დღე სწავლას მოვუნდები, რომ მართლა გულით ვკითხულობდე ან ვსწავლობდე?! ვკითხულობ, მაგრამ სულ სხვა რაღაცაზე ვფიქრობ. აღარ შემიძლია . . .
- მარი, რა ხდება, რამე არ ვიცი?!
- არა, არაფერი . . . შენ რას შვრები, როგორ მიდის საქმე ქეთასთან?!
- რავი, ერთი მაგის, აღარ მაინტერესებს.
- რატომ, ხომ მოგწონდა?!
- არ მიყვარდა, რო?!
- მერე თუ გიყვარდა, მითუმეტეს!
- რავი, რაღაცეები მოხდა, არ ვყოფილვარ სიყვარულისთვის მზად, ჩემო მარი! შენსკენ რა ხდება ამ საკითხში.
- ეჰ, გიო, მე სიყვარულისთვის არ ვარ გაჩენილი, ყოველთვის მე უნდა ვიტანჯებოდე და მე ვტიროდე, ყოველთვის ცალმხრივი სიყვარული მე უნდა მესტუმროს . . .
- ე, გოგო, შენ სერიოზულად გიყვარს ვიღაც აი, ვინ არის? რა ხდება, მომიყევი.
- არაფერი . . .
- როგორ არაფერი, როცა სანთელივით იწვი და ყინულივით დნები . . .
- რას შემადარე, რა იყო, რომელი ერთი მნახე? დამწვარი თუ დამდნარი? . . .
- ორივეს ვხედავ ამ წუთას! მითხარი!
- ნუ მთხოვ, ძალიან გთხოვ! მაინც ვერ გეტყვი.
- რატომ? რაა, ან ვინ არის ასეთი? ვიცნობ? ეს მაინც მითხარი.
- კი. იცნობ. საკმაოდ კარგად
- საკმაოდ კარგად?! რატომ მაწვალებ, მითხარი რა! რატომ არ მეუბნები, არ მენდობი?
- არა, როგორ არ გენდობი, უბრალოდ არ მინდა . . .
- მიდი რა, მითხარი და, რაც გინდა მთხოვე მერე . . .
- კარგი, ოღონდ თუ იცი, როცა გაიგებ, ვინც არის, მითხარი, უყვარს თუ არა ვინმე?!
- კარგი, თუ ვიცი, რასაკვირველია, გეტყვი, ჰა, მითხარი . . .
- აუ, ვერა ვერ ვამბობ, მერიდება . . .
- მიდი, კაცო, მითხარი, რისი გერიდება?
- ხო კარგი, მაინც გაიტანე შენი . . . შენი ძმაკაცია . . . სერგი . . .
- ვა, ჩვენი სერგეი?!
- ჰო! გაფიცებ ყველაფერს, არ წამოგცდეს სადმე!
- როდიდან გიყვარს, აქამდე რატომ არ ვიცოდი?
- რავი, აბა, ვერ გეუბნებოდი. მითხარი, ახლა რასაც დამპირდი!
- უყვარს თუ არა ვინმე?! იცი, ნამდვილად არ ვიცი, და ე.ი. მე თუ არ ვიცი, ანუ არ უყვარს! . . .
* * *
- სერგი, როგორ ხარ ძმაო?!
- ვა, გიო, სად დამეკარგე?!
- შენ დაიკარგე თორე მე რა?! მე ყოველდღე სკოლაში ვარ შენგან განსხვავებით. კაი, არ მოდიხარ სკოლაში, არ უნდა დამირეკო მაინც?!
- რავი, ბიჭო, ვმეცადინეობ, ხომ იცი, სადაც ვაბარებ და რა ჯოჯოხეთიც არის ეს სასწავლებელი?!
- ხო, მაგრამ ასე გადაყვე?! არ შეიძლება, ძმაო! რას შვები სხვას, ისევ ჩვენს კლასელზე ფიქრობ?
|