ბიონსეს ახალი ნამუშევარი „4" ქსელში რელიზამდე სამი კვირით ადრე გამოჩნდა.
რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში გამოჩნდა ბიონსეს ორი ახალი სიმღერა, გუშინ კი მთლიანი ფირფიტა. მომღერლის სინგლები არ არის დიდი მოთხოვნის ქვეშ და ამიტომ, ალბომი განსაკუთრებით საფრთხილო სიტუაციაშია. ქსელში ფირფიტის მხოლოდ სტანდარტული ვერსიაა გავრცელებული, სპეციალური კი, რომელიც დამატებით 6 თრექს მოიცავს, ჰაკერების ხელში ჯერ არ მოხვედრილა.
|