ბიონსეს ახალი ალბომი „4" კვირის ყველაზე გაყიდვადი ფირფიტაა - იგი დიდი ბრიტანეთის ოფიციალური ჩარტების ლიდერია.
ალბომი „4" ბიონსეს რიგით მეორე ნამუშევარია. შეგახსენებთ, რომ სადებიუტო ფირფიტა „Dangerously In Love", აგრეთვე არავის უთმობდა ჩარტებში პირველობას. აღსანიშნავია, რომ ამ კვირის ჰიტ-აღლუმში მოულოდნელად გამოჩნდა ბიონსეს ნამუშევარი „I Am…Sasha Fierce", რომელმაც 127-ე პოზიციიდან 30-ე ადგილზე გადაინაცვლა.
|