ბი-სექსუალი ვარსკვლავები - 7 ივნისში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » ივნისი » 7 » ბი-სექსუალი ვარსკვლავები
4:07 PM
ბი-სექსუალი ვარსკვლავები
მეგან ფოქსი: „მე ბისექსუალი ვარ"

ბრაიან მოლკო: „მე არ ვარ ჰეტეროსექსუალი და არც ჰომოსექსუალი, მე ვარ თვით სექსი”

უცხოეთის კინოსა და მუსიკის ვარსკვლავებს შორის უამრავია ჰეტეროსექსუალი, ჰომოსექსუალი, ლესბოსელი, ტრანსვესტიტი და მათ შორის ბისექსუალიც – ადამიანი, რომელსაც შეუძლია, კომფორტულად იგრძნოს თავი ორივე სქესის წარმომადგენელთან და ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავდეს...


მეგან ფოქსი


„მე ბისექსუალი ვარ", – ღიად აცხადებს „ტრანსფორების” ვარსკვლავი, მეგან ფოქსი, რომელიც თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ მსახიობად მიიჩნევა. მან გასული წლის ზაფხულში, მსახიობ ბრაიან ოსტინ-გრინზე იქორწინა. ვერასდროს გავაბავდი ურთიერთობას, სხვა ბისექსუალთან, რადგან ამ საქმეში ძალიან ზიზღიანი ვარ და ჩემს საწოლში, მხოლოდ ჭეშმარიტ ლესბოსელს ჩავიწვენდი” – დაამატა ფოქსმა ამას წინათ მიცემულ ინტერვიუში.

ანჯელინა ჯოლი


ჟურნალ „ესქუიერისთვის” მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში ჯოლის ამჟამინდელმა „ბოიფრენდმა" და ფაქტობრივად, ქმარმა, ბრედ პიტმა აღიარა, რომ მას შემდეგ დაქორწინდება ანჯელინაზე ოფიციალურად, რაც ამოქმედდება კანონი, ერთსქესიანი ქორწინების შესახებ, რომელიც ამჟამად ამერიკის რამდენიმე შტატში მოქმედებს. თავის „ქმარს” ღიად უჭერს მხარს თვით ჯოლიც, რომელიც ცნობილია ბისექსუალობით. ანჯელინას გახმაურებული რომანი ჰქონდა ლამაზმან ჯენი შიმიცუსთან. იგი ღიად აცხადებს, რომ ლტოლვას განიცდის სრული ქალების მიმართ, გამხდრები კი მას ნაკლებად იზიდავს.


ფერჯი


სუპერპოპულარული ბენდის „ბლექ აიდ ფისის” სოლისტი, სექსუალური ფერჯი ამჟამად მსახიობ ჯოშ დუჰამელის მეუღლეა. თუმცა, იყო დრო, როდესაც პოპვარსკვლავი არ მალავდა თავის ორიენტაციას და კავშირს ამყარებდა თავისივე სქესის წარმომადგენლებთან: „მე არ ვმალავ, რომ მქონდა სექსუალური კავშირი მდედრობით სქესთან, თუმცა მას შემდეგ დიდმა დრომ გაიარა და ამჟამად ბედნიერი ვარ 


ლედი გაგა


თანამედროვე შოუ-ბიზნესის ერთ-ერთმა ყველაზე ეპატაჟურმა წარმომადგენელმა, მომღერალმა ლედი გაგამ ჟურნალ „როლინგ სთოუნზისთვის” მიცემულ ინტერვიუში ღიად განაცხადა, რომ მას თანაბრად იზიდავს, როგორც მამაკაცი, ასევე ქალი. „მე მიყვარს სექსი და ჩემთვის სულერთია, ვინ არის ჩემი პარტნიორი. თუმცა, ჩემი ამჟამინდელი „ბოიფრენდი" უკმაყოფილებას გამოთქვამს ამ ფაქტის გამო. ამიტომ, ვცდილობ, მას გული არ ვატკინო და ნაკლებად ვფიქრობ იმ ლამაზმანებზე, რომლებიც გარს მახვევია”.



დევიდ ბოუი


ქარიზმატულმა დევიდ ბოუიმ ერთ-ერთმა პირველმა ვარსკვლავებს შორის, საჯაროდ აღიარა, რომ ბისექსუალია. ეს შორეულ, 70-იან წლებში, „ფლეიბოისთვის” მიცემულ ინტერვიუში მოხდა. ახლახან მომღერალმა გაიხსენა ის დრო, როდესაც რომანები ჰქონდა, როგორც მამაკაცებთან, ასევე მანდილოსნებთან. დღეს ის სიცილით აღნიშნავს, რომ მაშინ იგი ბედნიერად თვლიდა თავს, თუმცა არა ისე, როგორც ამჟამად, სუპერმოდელ იმანზე დაქორწინებისას.



ლინდსი ლოჰანი


დიჯეი სამანტა რონსონთან გახმაურებული რომანის შემდეგ, „ჰოლივუდის ცუდ გოგოდ” წოდებული – ლინდსი ლოჰანის სექსუალური ორიენტაცია ეჭვს აღარ იწვევდა. ყველა ღიად საუბრობდა ლინდსის ლესბოსელობაზე. თუმცა, თავად მსახიობი აცხადებს, რომ ბისექსუალია და მისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს – ვინ არის მისი პარტნიორი. ცნობილია, რომ სხვადასხვა დროს, ლინდსის რომანი ჰქონდა მომღერალ აარონ კარტერთან და მოდელ კალუმ ბესტთან.


ბრაიან მოლკო


„მე არ ვარ ჰეტეროსექსუალი და არც ჰომოსექსუალი, მე ვარ თვით სექსი”, – აცხადებს ჯგუფ „პლეისიბოს” ლიდერი, ბრაიან მოლკო, რომელიც ცნობილია ბისექსუალობით. საკუთარ თავს სკანდალური მუსიკოსი უწოდებს „ლესბოსელს მამაკაცის ტყავში” და არ მალავს, რომ სქესობრივი კავშირები ჰქონია როგორც მამაკაცებთან ასევე ქალებთან.


დრიუ ბერიმორი


„ჩემი აზრით, ქალები საუკეთესო საყვარლები არიან და მე არაერთ მათგანთან მქონია ურთიერთობა, თუმცა ნამდვილი სიყვარულის აგება მხოლოდ მამაკაცთან მოვახერხე" – განუცხადა ჟურნალისტებს დრიუ ბერიმორმა, რომელმაც ჯერ კიდევ 90-იანი წლების შუა პერიოდში გამოაცხადა თავი ბისექსუალად. თუმცა, ამჟამად მისი „ბოიფრენდია" ჯასტინ ლონგი, ჰოლივუდელი მსახიობი, რომელიც სხვადასხვა კომედიით არის ცნობილი.





მამაკაცის გვერდით”.
კატეგორია: ვარსკლავები ★ | ნანახია: 642 | დაამატა: Takusha1999 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

Copyright MyCorp © 2024
Free web hosting - uCoz