ბიონსე ნოულზი მეოთხე სტუდიური ალბომის რილიზს 2011 ივნისში გეგმავს.
”ვაპირებ ჩემ ახალ ნამუშევარში ყველა ის ჟანრი გავაერთიანო, რომელიც ძალიან მიყვარს” - ამბობს ბიონსე და Ne–Yo-სთან, The Dream-თან და რამდენიმე სხვა შემსრულებელთან ერთად ახალ დისკზე მუშაობს.
მისი ბოლო სტუდიური ალბომი, ”I Am… Sasha Fierce” 2008 წელს გამოვიდა. ის ბილბორდისა და ბრიტანეთის ოფიციალურ ჰიტპარადებში ლიდერობას რამდენიმე კვირის განმავლობაში ინარჩუნებდა.
როგორც ”Sunday Telegraph-ი” იტყობინება ”Sony Australia-ს” ხელმძღვანელი, დენის ჰენდლინი ბიონსეს ნიუ-იორკში შეხვდა. მან მომღერლის 6 სიმღერა მოისმინა და ასეთი კომენტარი გააკეთა:
”ჩემი შეფასება საუკეთესოა მათ შორის, რაც კი ოდესმე გამიკეთებია!”