შოუს დაწყებამდე, მომღერალი ტრადიციულად პოზირებდა წითელ ხალიჩაზე, მოულოდნელად კი თავის გამობერილ მუცელზე ხელი დაიდო და ამით შოუს დამსწრე საზოგადოების ყურადღების ქვეშ მოეცა. 28 აგვისტოს გამართულ მუსიკალური დაჯილდოვების ცერემონიალზე MTV Video Music Awards 2011-ზე, ბიონსემ თაყვანისმცემლებს დიდი სიურპრიზი მოუწყო.
მომღერლის ოფიციალურმა წამომადგენელმა ჟურნალ People –ს განუცხადა: "მოხარული ვარ დაგიდასტუროთ, რომ ეს ამბავი სიმართლეა. ასეთი ბედნიერი არასდროს მახსოვს ბიონსე, ჯეი ზიც უბედნიერესია". ჯერ კიდევ გაზაფხულზე მიცემულ ინტერვიუში ბიონსე ამბობდა, შვილს 30 წლის ასაკში გავაჩენო. 4 სექტემბერს მოღერალი სწორედ 30 წლის იუბილეს იზეიმებს.
რამდენიმე დღის წინ კი მომღერალმა დაუფარავად თქვა: მინდა ტაიმ- აუტი ავიღო და დრო დიზაინერობასა და შვილების გაზრდას დავუთმოო.
|