bera - 17 ივნისში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » ივნისი » 17 » bera
2:25 PM
bera
„მუსიკა ჩემი ცხოვრებაა",– ამბობს დამწყები პოპ–მომღერალი ბერა, რომელმაც ერთი წლის ასაკში არც სიარული იცოდა და არც ლაპარაკი, სამაგიეროდ მშვენივრად ახერხებდა რადიოს ჩართვას. „მე დაბადებიდანვე მიზიდავდა მუსიკა..." – დასძენს იქვე. შესანიშნავი სმენით დაჯილდოებულმა 5 წლისამ დაიწყო ვიოლინოზე დაკვრა, ორი წლის შემდეგ კი ფორტეპიანოსაც დაეუფლა. მას კლასიკური მუსიკალური განათლება აქვს მიღებული, თუმცა მუსიკის წერა ჯაზის სიყვარულმა დააწყებინა. "მე შემიძლია დავუკრა ნებისმიერი სიმღერა, რომელსაც რადიოთი მოვისმენ და მომეწონება", – ამბობს პარიზში დაბადებული ბერა, რომელიც სამშობლოდ საქართველოს მიიჩნევს. გასაკვირი არც არის, რომ 16 წლის ფენომენით მსოფლიოს ისეთი ძლიერი პროდიუსერები დაინტერესდნენ, როგორებიც არიან : Rob Fusari (Lady Gaga) და Rodney Jerkins (Michael Jackson), სწორედ მათი მეშვეობით შედგა მომღერლის საერთაშორისო დებიუტი.





ბერას სურდა, თავისი მომავალი თავადვე წარემართა და სწორედ ამიტომ, 2010 წელს დააარსა საკუთარი ლეიბლი „ქართული ოცნება", სადაც სადებიუტო ალბომზე მუშაობა მალევე დაიწყო. „ბუნებით მეოცნებე ვარ", – ასე განმარტავს ბერა საკუთარ ფსევდონიმს – Mr. Dream-ს. „ჩემი პირველი სიმღერა სიზმარში დავწერე..."

კარიერის დასაწყისში ბერამ ყველა სიმღერა თავადვე შექმნა. მუსიკალური და ლირიკული თვალსაზრისით, ისინი შეიძლება ორ მიმართულებად დაიყოს: „გასართობი, კლუბური, რიტმული სიმღერები და, მეორე მხრივ, მშვიდი, რომანტიული", – ასე აფასებს ბერა საკუთარ შემოქმედებას...




მისი პირველი სინგლი „Favorite Things", რომლის პროდიუსერიც Fusari გახლავთ, ზომიერად რიტმულია. ეს სასიყვარულო სიმღერა ბერას ინტიმური სამყაროს თანამოზიარეს გვხდის. „მე ძალიან მიყვარს „Favorite Things", ის ჩემს შინაგან სამყაროს გადმოცემს. ყველაფერი, რასაც სიმღერებში ვამბობ, რეალურიდან მომდინარეობს". ხოლო, ჯერკინსის მიერ შექმნილი საკლუბო სიმღერები „Hands on the Wall” და "Light It Up” – საცეკვაო ჰიტებია, რომლებიც წარმოაჩენს ბერას, როგორც თვითდაჯერებულ ახალგაზრდას და მის მეტად სენსუალურ მუსიკალურობას.

არ შეცდეთ, 16 წლის ბერა ჩვეულებრივი მოზარდი არ გეგონოთ. ასეთ ასაკშიც კი, იგი საოცრად ქარიზმატული, თავდაჯერებული და უსაზღვრო ხიბლით გამორჩეულია. ეს არაჩვეულებრივი სიმღერები Fusari-სთან და Jerkins–სთან ერთობლივი, ფანტასტიკური შრომის შედეგია. „ჩვენ ჰარმონიული ურთიერთობა გამოგვივიდა. ეს მართლაც კარგი რამ იყო, მათ გარემოში კიდევ უფრო გავიზარდე. შემოქმედებითი თვალსაზრისით ბევრი რამ მასწავლეს" – აღნიშნავს ბერა.




ბერას შემოქმედებაზე სხვადასხვა ჟანრის მუსიკა ახდენს გავლენას. „მე მიყვარს ჯაზი, სოული და, საერთოდ, ე.წ. old school...". ფავორიტ ვარსკვლავებად Tupac–ს და Michael Jackson–ს ასახელებს. ამბობს, რომ უსმენს: B.I.G., Barry White, Lionel Richie და Lenny Kravitz–ს. სიყვარული არის მისი შთაგონების წყარო, რომელიც ნათლად იგრძნობა მის შემოქმედებაში. „ჩემი სიმღერებით ვცდილობ მოვხიბლო გოგონა, რომელსაც მუშაობისას წარმოვიდგენ, თუნდაც ის არ არსებობდეს, და სიმღერას სწორედ მას ვუძღვნი. მაშინაც კი, როდესაც ტკივილზე ვწერ, მთავარი თემა მაინც სიყვარულია."



ბერა ამბობს, რომ სიამოვნებით მიიღებდა ყველასთვის საოცნებო „Grammy Award"–ს. ამასთანავე აცხადებს: „არ მინდა ვიყო სუპერვარსკვლავი, არ მინდა მიუწვდომელი გავხდე; როდესაც ვინმე ჩემზე ან ჩემს მუსიკაზე ფიქრობს, მსურს იღიმებოდეს... მინდა უბრალოდ გგავდეთ თქვენ, შეიგრძნოთ ჩემი მუსიკა და ჩემთან ერთად ისიამოვნოთ ამ მუსიკით. მე მხოლოდ მინდა, რომ ჩემი გრძნობები გაგიზიაროთ...”

კატეგორია: სხვა | ნანახია: 759 | დაამატა: xattia | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

Copyright MyCorp © 2024
Free web hosting - uCoz