გამოკითხვა 1 |
რამდენი წლის ხართ?
სულ ხმები : 369
|
გამოკითხვა 2 |
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
სულ ხმები : 304
|
გამოკითხვა 3 |
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1. 2. 3. 4. 5. 6. 7. 8. 9. 10. 11.
სულ ხმები : 378
|
|
| | |
| მთავარი » 2011 » დეკემბერი » 17 » ბარბარობა
|
წ[color=red]მიდა დიდმოწამე ბარბარე III საუკუნის ბოლოსა და IV საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა. მამამისი დიდგვაროვანი წარმართი იყო, რომელსაც სახელად დიოსკორე ერქვა. იგი მალე დაქვრივდა. მამამ ერთ ულამაზეს ბაღში შვილისათვის საგანგებოდ ააშენა მაღალი კოშკი, სადაც წმიდა ბარბარე უცხო ხალხისაგან მოშორებით იზრდებოდა. გოგონას ძალიან უყვარდა თვალწინ გადაშლილი წალკოტის ყურება, ხშირად ფიქრობდა ამ მშვენიერების შემქმნელზე და ბოლოს მიხვდა, რომ უნდა არსებულიყო ერთი შემოქმედი, ყოვლადბრძენი, ყოვლისშემძლე, რომელიც ყველაფერს ქმნის და ყველაფერს ანიჭებს სიცოცხლეს. ღვთის განგებით, მან გაიცნო ქრისტიანი თანატოლები და მათგან ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ შეიტყო. წმიდა ბარბარემ აღიარა იესო ქრისტე და მამისაგან ფარულად მოინათლა. როდესაც დიოსკორემ შვილის გაქრისტიანება გაიგო, ისე განრისხდა, რომ მამობრივი სიყვარული სულ გადაავიწყდა და შვილი მოსაკლავად გაიმეტა. წმიდა ქალწული თავისი ხელით მიჰგვარა ქალაქის მმართველს, რომელიც არ დასჯერდა წმიდა ბარბარეს წამებას და ბრძანა, ქალიშვილი შიშველი გამოეყვანათ ქალაქში. მაგრამ ამ დროს სასწაული მოხდა - წმიდა ქალწულის სხეული ზეციურმა ნათელმა შემოსა. ამის დანახვაზე გონებადაბნელებულმა მამამ საკუთარი ხელით მოჰკვეთა თავი ერთადერთ შვილს. დიოსკორე და ქალაქის მმართველი იმავე დღეს დაისაჯნენ ამ საშინელი საქციელისათვის, - ისინი მეხმა ფერფლად აქცია. წმიდა ბარბარე სიკვდილის წინ უფალს შეევედრა: ყველა, მისი მოწამეობრივი აღსასრულის მომხსენიებელი, უზიარებლად გარდაცვალებისაგან დაეფარა. მართლაც, ზეციდან მოისმა ხმა, რომელმაც დაადასტურა, რომ მისი ლოცვა უფალმა შეიწყნარა. წმიდა ბარბარე განსაკუთრებით ბავშვების მფარველად ითვლება.[/color]
|
კატეგორია: სხვა |
ნანახია: 746 |
დაამატა: -DreamerGirl
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
| |
| |
| | |
|
|