28 წლის ენ ჰეტევეი ჯეიმს ფრანკოსთან ერთად “ოსკარის” დაჯილდოების ცერემონიალს წაიყვანს. ენი ამბობს, რომ ის თავს არაკომფრტულად იგრძნობს, თუკი ნომინანტებზე და ცერემონიის მონაწილეებზე ირონიულად იხუმრებს. ჰეთევეის მიაჩნია, რომ მას ამის უფლება არ აქვს.
“თუკი თქვენ ელოდებით, რომ ჩვენ ვარსკვლავების დაცინვას დავიწყებთ, ეს ასე არ მოხდება. ვფიქრობ, რომ იუმორით ლაპარაკი რთულია, ამასთან, მე ამის ნიჭიც არ მაქვს. თავს არაკომფორტულად ვიგრძნობ, თუკი ხუმრობა მომიწევს. მიუხედავად ამისა, წამყვანები განსაკუთრებით სერიოზულები არ ვიქნებით. ოსკარების ისტორიაში მე ყველაზე ახალგაზრდა წამყვანი ვარ და, რა თქმა უნდა, ცინიზმის უფლება ჯერ არ მომიპოვებია”, – განაცხადა მსახიობმა.
ენ ჰეტევეიმ აღიარა, რომ ოსკარების დაჯილდოების ცერემონიალის წაყვანას იმიტომ დასთანხმდა, რომ მისი მეწყვილე ჯეიმს ფრანკო იქნება. ჯეიმსმა ენს ყველანაირი შიში განუქარვა.
“ოსკარის” დაჯილდოვების წაყვანა პირველად რომ შემომთავაზეს, მაშინვე უარი ვთქვი, მაგრამ შოუს პროდუსერი ბრუს კოენი იმაზე მოხერხებული აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. ნოემბერში ბრუსი” Saturday Night Live “-ის შოუში მოვიდა. შოუ მე მიმყავდა და ბრუსმა მითხრა, რომ ცერემონიის წაყვანას ჯეიმს ფრანკო დასთანხმდა. ჯეიმსი ისეთი მამაცია და ისე ადვილად თანხმდება უჩვეულო წინადადებებს… ყველაფერი ნორმალურად ჩაივლის, მაგრამ მაინც მეშინია, რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდეს”, – ამბობს ენ ჰეთევეი.
ცერემონიალზე წამყვანები კინოს ისტორიის განვითარების კვალდაკვალ დროში იმოგზაურებენ. ამისთვის პროდუსერები უახლეს ვირტუალურ ხერხებსა და მონტაჟს გამოიყენებენ.
ოსკარების დაჯილდოების 83-ე ცერემონია, ჰოლივუდში, კოდაკის კინოთეატრში 27 თებერვალს გაიმართა.