ანჯელინა ჯოლი კიდევ ერთი ბავშვის შვილად აყვანას აპირებს. 4 წლის ჰაიტელ გოგონას, ლეას, მშობლები ჰაიტიზე მომხდარი მიწისძვრის დროს დაეღუპა.
ჯოლის 3 აყვანილი და 3 ღვიძლი შვილი ბრედ პიტისგან უკვე ჰყავს.
ანჯელინა ჯოლიმ გოგონა გასული წლის თებერვალში ნახა და ძალიან დაუახლოვდა. ახლა კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლეამ აშშ-ში გაფრენის პირველი ნებართვა მიიღო.
უცნობი წყაროს თქმით, ამჟამად ანჯელინას იურისტები ბავშვზე უფლების მოპოვების გზებზე მუშაობენ. ამ პერიოდის განმავლობაში ლეა აშშ-ში იცხოვრებს და ახალ გარემოს შეეგუება.