1 აგვისტოს მომღერალი ანი სირაძე სოლო-კონცერტს ბათუმში, რესტორან „თამარის სამეფოში" გამართავს. ახალგაზრდა მომღერალთან ერთად კონცერტში მონაწილეობას ჯეოსტარის „ვარსკვლავების აკადემიის" და ევროვიზიის ფინალისტებიც მიიღებენ. შეგახსენებთ, რომ ანის გადაღებული აქვს რამდენიმე ვიდეორგოლი, შესრულებული აქვს დუეტები ცნობილ მომღერლებთან; არის რესპუბლიკური და საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი. ინფორმაციისთვის დარეკეთ: 557 14 83 34
|