ანი: ”ჩემი ცხოვრება რუსკა მაყაშვილმა შეცვალა” - 21 ივლისში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » ივლისი » 21 » ანი: ”ჩემი ცხოვრება რუსკა მაყაშვილმა შეცვალა”
10:21 AM
ანი: ”ჩემი ცხოვრება რუსკა მაყაშვილმა შეცვალა”

სერიალში "გოგონა გარეუბნიდან" ცოტა ხნის წინ ახალი პერსონაჟი გამოჩნდა. ირინკას როლის შემსრულებელი ანი ლებანიძე ჯერ მხოლოდ 14 წლისაა და არანაირი სამსახიობო გამოცდილება არ აქვს. თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია მისთვის წარმატებით მოერგო როლი და ხალხის სიყვარული რამდენიმე სერიაში დაემსახურებინა. როგორ მოხვდა ანი სერიალში, როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება, რა სურვილები, მიზნები და გატაცებები აქვს ამ ეტაპზე, რაზე ოცნებობს, ვის დაუმეგობრდა ყველაზე მეტად და ძირითადად რა რჩევებსა და შენიშვნებს იღებს გადასაღებ მოედანზე, ამაზე ჩვენი სტატიიდან შეიტყობთ:

– ანი, როგორი იყო შენი ცხოვრება მანამ, სანამ სერიალში გადაგიღებდნენ?

– ჩვეულებრივი მოსწავლის ცხოვრებით ვცხოვრობდი, მარტო სკოლაზე ვიყავი გადართული. კლასელებთან დავდიოდი, ვცეკვავდი და ვცურავდი.

– რამდენი ხანია, ცეკვავ?

– სამი წელი ვცეკვავდი, ახლა თავი დავანებე. აღარ მაქვს იმდენი დრო, რომ კიდევ ვიარო.



– რამდენადაც ვიცით, სანამ სერიალში გადაგიღებდნენ, ერთ–ერთ მსახიობს, რუსკა მაყაშვილს უკვე იცნობდით.

– კი, რუსკა ფეისბუქის საშუალებით გავიცანი. როგორც თვითონ ამბობს, როცა ჩემი სურათები ნახა, ჩვენი მსგავსება შეამჩნია და მითხრა, კასტინგი გვაქვს და მოდიო. კასტინგზე მე და მამა მივედით. ძალიან ვნერვიულობდი, იმის მიუხედავად, რომ ბევრი ადამიანი არ იყო მოსული და ბევრი კონკურენტი არ მყავდა. შემდეგ მომცეს ტექსტი, რომელიც ვისწავლე და შევასრულე. პირველი ცდა ძალიან გამიჭირდა, რადგან სულ სხვანაირი შესრულება უნდოდათ და მე სულ სხვანაირად გავაკეთე, მაგრამ მერე რეჟისორმა შენიშვნა და მითითებები მომცა და ამის მერე უკვე მოვეწონე. თავიდან ვნერვიულობდი, მაგრამ მერე ყველაფერი კარგად დამთავრდა.

– მხოლოდ შესრულება იყო მთავარი, თუ რუსკას გმირთან სხვა მსგავსებაც უნდა გქონოდა?

– ვიზუალური მსგავსების გამოც. იმდენად ვნერვიულობდი, არც დავკვირვებივარ კასტინგზე მოსულ სხვა ბავშვებს, ჰგავდნენ რამით რუსკას თუ არა, მაგრამ როგორც მამაჩემი ამბობს, ნამდვილად არ ჰგავდნენო.

– რამდენად გჯეროდა, რომ როლზე დაგამტკიცებდნენ?

– არ მჯეროდა, რადგან თეატრალურ წრეზეც კი არ მივლია და არც მეგონა, რომ შესრულების ნიჭი მქონდა, უბრალოდ, ამ მხრივ ჩემს გარეგნობას ჰქონდა პლუსი. მთავარია, რომ ვცადე, თორემ დარწმუნებული არ ვიყავი, რომ აუცილებლად ამიყვანდნენ.

– ვიზუალური მსგავსება იყო, მაგრამ გმირის ხასიათი ანჩოდან გამომდინარე შექმენი?

– ბევრი მეუბნება, რომ ზუსტად ანჩოს მსგავსად ვაკეთებ ტუჩის მოძრაობას, მის მსგავსად ვიხრები ხოლმე. ასეთი ნიუანსები განგებ არ შემიქმნია. არც რუსკას ჩანაწერისთვის მიყურებია ამ მიზნით.

– როგორ შეხვდნენ შენს წარმატებას ოჯახში?

– კარგად. პასუხი კასტინგის შემდეგ სამ–ოთხ დღეში გავიგე და ეს დღეები საუკუნედ მეჩვენებოდა. ოჯახშიც ძალიან ნერვიულობდნენ, ჩემგან განსხვავებით. დედაჩემს ჩემზე მეტად სჯეროდა, რომ ამიყვანდნენ. თან აქამდე არ უნდოდათ, რომ თეატრალურზე ჩამებარებინა და მსახიობი გავმხდარიყავი. ახლა კი, როცა დარწმუნდნენ, რომ ნიჭი მაქვს, ისეთ წინააღმდეგობას აღარ მიწევენ და ამბობენ, ჯანდაბას, ჩააბარეო.

– ჯგუფში ბევრი გამოცდილი მსახიობია, გაგიჭირდა მათთან ურთიერთობა?

თავიდან იმის შიში მქონდა, რომ ვერ შევეწყობოდი. მეგონა, რომ ისეთი ურთიერთობა მექნებოდა მათთან, როგორც პატარა ბავშვს უფროსებთან, მაგრამ მეც ისე მექცეოდნენ, როგორც გამოცდილ მსახიობს, რჩევებსაც მაძლევდნენ. რუსკა, თამუნა და მამუკა მუმლაძე განსაკუთრებით მეხმარებიან. პირველ რიგში, მეტყველება მაქვს გამოსასწორებელი და ამაზე ვმუშაობ. თან, როცა როლში შევდივარ, ჩემ თავს არ ვუკვირდები და ამ დროს შეიძლება ზედმეტი მოძრაობა გავაკეთო, ძალიან დავიჯღანო ან ცუდად გამოვხატო რამე ემოცია, ასეთ დროს ეს ხალხი გვერდით მიდგას და რჩევებს არ იშურებენ.

– შენი გმირი თვისებებითაც გგავს?

– რაღაც–რაღაცებით მგავს, მაგრამ მე ინტრიგანი არ ვარ. არ ვთამაშობ არც ერთ მიმიკას, რეალურადაც იგივენაირად გამოვხატავ ემოციებს. ამის გამო, როლის მორგება რთული არ იყო ჩემთვის. ცოტა გამიჭირდა კამერებთან ურთიერთობა. კამერაში არ უნდა შეიხედო, ერთ კადრს სხვადასხვა რაკურსით რომ იღებენ, სულ მავიწყდება რასაც ვაკეთებ და მიწევს ყველაფრის თავიდან ნახვა. როცა მივედი, ძალიან რთულად მეჩვენებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ უკვე ამასაც შევეჩვიე.

– გადაღების პროცესი რამდენად სახალისოდ გეჩვენება?

– თავიდან ისე ვნერვიულობდი, ნამდვილად არ იყო სახალისო, მაგრამ მერე გარემოს რომ შევეჩვიე, ასე აღარ ვფიქრობ. ძალიან კარგი და მხიარული გუნდია. ერთმანეთს ეხუმრებიან, ანეკდოტებსაც ყვებიან ხოლმე, ყველანაირი დაძაბულობა მეხსნება. იქ მე ერთ დიდ და მხიარულ ოჯახში ვარ, რომელშიც ერთმანეთს ყველა ეხმარება და ყველა ერთმანეთის რჩევას ითვალისწინებს. ძალიან მეგობრულები არიან, მეც აბსოლუტურად ყველასთან, რეჟისორის ასისტენტთანაც კი ვმეგობრობ.

– ეკრანზე უყურებ ხოლმე შენს თამაშს?

– უკვე 7–8 სერია გავიდა და არც ერთში არ მომწონს ჩემი თავი და რეჟისორები როცა ნახულობენ, გულიანად იცინიან და მოსწონთ, მაგრამ მე ხან გარეგნობა არ მომწონს, ხან მიმიკები, ხან საუბარი და, შესაბამისად, ჯერ არ ვარ ჩემი თავით კმაყოფილი.

– პიროვნულად შეგცვალა ახალმა საქმიანობამ?

– მე არ შევცვლილვარ, უბრალოდ, სხვა თვალით დავინახე ჩემი თავი. ადრე უნიჭო და რაღაცნაირი მეგონა ანი, ახლა უფრო სხვანაირი. მომწონს, ჟურნალისტებიც რომ მირეკავენ და მხვდებიან. ისე უცებ შეიცვალა ჩემი ცხოვრება, ჯერ ვერც აღვიქვი ყველაფერი. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ სერიალი რომ არ ყოფილიყო, ყველა დღე ერთმანეთის მსგავსი იქნებოდა – ჩვეულებრივი. რუსკამ შეცვალა ჩემი ცხოვრება, ის რომ არ ყოფილიყო, აქ არ ვიქნებოდი.

– ცეკვისა და ცურვის გარდა, რამე გატაცება გაქვს?

– ვმღერი, მაგრამ სახლში. ვკერავ, ვქსოვ, არც ისე კარგად ვხატავ, ვწერ.

– რამდენადაც ვიცით, პიესებს წერ. რატომ გადაწყვიტე პიესად დაგეწერა ნააზრევი და არა ლექსად, ან ნოველად?

კატეგორია: ვარსკლავები ★ | ნანახია: 769 | დაამატა: ✿◠‿◠)TaT(◕‿◕✿ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 4
4 - ავტორი: lizamiley
(მასალა) თარიღი: (2011-07-21 2:42 PM)




0



პასუხი
sayvareli gogoaaa dzalian me momwons!!! <3