ცნობილი გახდა ანჯელინა ჯოლის პირველი ფილმის სახელი
კანის ფესტივალზე გახდა ცნობილი ანჯელინა ჯოლის სადებიუტო ნამუშევრის სახელი, სადაც ანჯელინა რეჟისორის ამპლუაში წარსდგება. სახელის გარდა, ცნობილი გახდა, თუ როდის შედგება ფილმის პრემიერა. ფილმის სახელია - „In the Land of Blood and Honey". შეგახსენებთ, რომ გადაღებები ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში დაიწყო. გადაღებებს თან სულ სკანდალები ახლდა. ფილმი ბოსნიელის და სერბის სიყვარულის შესახებაა. მთავარ როლებს ასრულებენ: ხორვატიელი მსახიობი - რადე შერბეჯია და ბოსნიელი მსახიობი - ზანა მარიანოვი. ეპიზოდურ როლს რეჟისორის მეუღლეც შეასრულებს. გადაღებები ბოსნიაში და უნგრეთში მიმდინარეობდა. ფილმის პრემიერა ამერიკაში 2011 წლის 23 დეკემბერსაა დაგეგმილი.
|